ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 30 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 30 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 აპრილს მოხდა.

თამაშები

30 აპრილს “ბარსელონას” 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1924 წელი

ესპანეთის თასის ნახევარფინალის პირველი თამაშის 2-0 მოგების შემდეგ “ბარსელონამ” “რეალ უნიონთან” განმეორებითი მატჩი 1-6 წააგო.

1976 წელი

“ბარსელონამ” “რეალ მადრიდს” სეზონის მეორე “ელ კლასიკოც” მოუგო. მადრიდში ანგარიშით 2-0 მოგებულ შეხვედრაში გოლები ერედიამ და რეშაკმა გაიტანეს.

1988 წელი

“კამპ ნოუზე” გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” 2-0 მოიგო. პირველივე წუთზე ანგარიში ლობო კარასკომ გახსნა, მე-2 ტაიმში კი გოლი გარი ლინეკერმა გაიტანა.

1981 წელი

ესპანეთის თასის გასვლით შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდ კასტილია” 5-3 დაამარცხა. სტუმართაგან გოლები ლანდაბურუმ, კინიმ, სუვირიამ, მიგელიმ და სიმონსენმა გაიტანეს.

1989 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ოვიედო” 7-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები სალინასმა (3), ბეგირისტაინმა (2), რობერტომ და ეუსებიომ გაიტანეს.

1992 წელი

დაიბადა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.

2003 წელი

კლუბის მომავალი ვიცე-პრეზიდენტი სანდრო როსელი მექსიკაში, სადაც ბრაზილიის ნაკრები ადგილობრივ გუნდს ეთამაშებოდა, რონალდინიოს შეხვდა და მას “ბარსელონაში” თამაში შესთავაზა.

2003 წელი

“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ გამოკითხვაში ლუის ბასატი დიდი უპირატესობით ლიდერობდა – მას მხარს გულშემატკივრების 42% უჭერდა, უახლოეს მდევარს კი – 6%.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    02 მაი 2021, 16:45

    ვერ ყოფილა 30 აპრილი ნამეტნავად გადაგრუზული.

  • El pistolero 9
    30 აპრ 2021, 23:43

    შტეგოს ვულოცავ. ბევრი მშრალად შენახული კარი გვენახოს