სანდრო როსელი – CTA-ს პრეზიდენტები ისტორიულად რეალ მადრიდის გულშემატკივრები იყვნენ

სანდრო როსელი – CTA-ს პრეზიდენტები ისტორიულად რეალ მადრიდის გულშემატკივრები იყვნენ

“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი ვერანაირად ვერ ახდენდა ზეწოლას მსაჯებზე იმ 17-წლიანი პერიოდის განმავლობაში, როცა კლუბი მსაჯთა კომიტეტის (CTA) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტს, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას თანხებს უხდიდა.

როსელის განცხადებების ნაწილი მიანიშნებს, რომ საქმე მეტწილად “რეალ მადრიდის” უკმაყოფილებას ეფუძნება, რომელმაც საქმე მოსარჩელედაც შეიტანა.

ნეგრეირას საქმე და ყოფილი პრეზიდენტების ჩვენებები

გასულ კვირას ნეგრეირას შვილმა, ხავიერ ენრიკეს რომერომ, სასამართლოს განუცხადა, რომ მიღებული 7,5 მილიონი ევრო არ უკავშირდებოდა იმ ანგარიშებს, რასაც იგი წლების განმავლობაში ამზადებდა. ამასთანავე, სხვა ყოფილი პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ, ასევე დაიკითხა და აღნიშნა, რომ ნეგრეირასა და რომეროსთან კავშირების შესახებ თითქმის არაფერი იცოდა.

როსელი: “CTA-ში ერთადერთი გავლენიანი პირი პრეზიდენტია”

როსელმა, როგორც Cadena SER ავრცელებს, მკაფიოდ აღნიშნა, რომ ნეგრეირას მსაჯებზე არანაირი გავლენა არ გააჩნდა:

“ამ ადამიანს CTA-ში ნულოვანი გავლენა ჰქონდა. ერთადერთი, ვისაც რეალურად აქვს ძალა, პრეზიდენტია. და ისტორიულად, ბოლო 70 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველთვის CTA-ს პრეზიდენტები “რეალ მადრიდის” ფანები იყვნენ.”

“მტკიცებულება თამაშებშია”

როსელის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში “ბარსელონას” არც სჭირდებოდა მსაჯების დახმარება:

“ძალიან მარტივია. მოდი, ყველა მატჩი თავიდან ვნახოთ და მოვიწვიოთ ხუთი ექსპერტი მსაჯი, რომლებმაც გვითხრან, რომელ თამაშში დაგვხმარენ მსაჯები. აქ საქმე პირიქითაა – მტკიცებულება დაცვის მხარის სასარგებლოდ არსებობს.”

“რეალ მადრიდის” საჩივრები FIFA-ში

როსელმა მკაცრად გააკრიტიკა “რეალ მადრიდიც”, რომელიც აპირებს მსაჯობის საკითხები FIFA-ში გაიტანოს:

“კეთილშობილური კლუბი ამას უნდა დამთავრებულად აღიქვამდეს, მაგრამ ისინი ცდილობენ, ეს უსასრულოდ გააგრძელონ სხვა პრობლემების გადასაფარად. სად არის ახლა ნეგრეირა?”

მომავალში – ლაპორტა და ყოფილი მწვრთნელები

საბოლოო ეტაპზე, საქმის ფარგლებში, როგორც მოწმე, სასამართლოში ჟოან ლაპორტაც დაიკითხება, თუმცა მისი პრეზიდენტობის პერიოდი უკვე ხანდაზმულია. ჩვენება უნდა მისცენ ასევე ყოფილმა მწვრთნელებმა – ერნესტო ვალვერდემ და ლუის ენრიკემაც.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • Lasha Mamuladze
    23 სექ 2025, 16:05

    პენდრაგონი, გეთანხმები რომ
    ბოდვაააა და ამათი სიმართლე
    მოვხან მე მარაა ესპანეთის მსაჯობაც დიდი ბოდვაააა, სიმართლე შემოსილია ტყუილის სამოსით მოდი და მიხვდი რას იტყუებიან და რას არაა..ფარჩაკები, ესენი ჩასალპობი არიან ციხეებში..რა უქნეს გუნდს რა, დღემდე ძლივს სუნთქავს

  • nika 54
    23 სექ 2025, 15:54

    ხო აბა, ბარსამ მსაჯები მოისყიდა და პერესს ფული არ ეყო?