ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 5 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 5 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 აპრილს მოხდა.

თამაშები

5 აპრილს “ბარსელონას” 24-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 17 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1925 წელი

ესპანეთის თასის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სტადიუმ სარაგოსა” 8-0 გაანადგურა. გოლები არნაუმ (4), პიერამ (2) და სამიტიერმა (2) გაიტანეს.

1931 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-1 დაამარცხა. სამივე გოლი ხუან რამონმა გაიტანა. ეს მისთვის “ბარსელონაში” შესრულებული პირველი ჰეთ თრიქი გამოდგა.

1953 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 1-0 დაამარცხა. გოლი მორენომ გაიტანა.

1978 წელი

“ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” მადრიდში 0-4 განადგურდა.

1990 წელი

ვალენსიაში, “ლუის კაზანოვაზე” “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის ესპანეთის თასის ფინალი გაიმართა. მე-2 ტაიმში გილერმო ამორისა და ხულიო სალინასის მიერ გატანილი გოლებით “ბარსამ” 2-0 მოიგო.

ამ თამაშამდე მცირე ხნით ადრე “რეალ მადრიდს” ზედიზედ მე-5 ლა ლიგა ჰქონდა მოგებული, რის გამოც “ბარსელონას” გულშემატკივრები ძალიან გაბრაზებულები იყვნენ. ფინალში იოჰან კრუიფმა 3-4-3 სისტემით ითამაშა, რამაც მასაც შეუნარჩუნა თანამდებობა და პრეზიდენტ ნუნიესსაც.

შეხვედრის პირველივე ტაიმში უგო სანჩესის უხეშობას ალოიზიოს ტრავმა და იძულებითი შეცვლა მოჰყვა, 45-ე წუთზე კი ფერნანდო იერომ წითელი ბარათი მიიღო.

თამაში რამდენჯერმე შეჩერდა, რისი მიზეზიც “ბარსელონას” გულშემატკივრების მხრიდან “რეალ მადრიდის” მეკარე პაკო ბუიოს მისამართით ნასროლი ნივთები იყო.

როდესაც “ბარსელონა” გამარჯვებას ზეიმობდა, ტრიბუნებიდან ბოთლი “რეალ მადრიდის” გულშემატკივრებმაც ისროლეს. შედეგად “ბარსას” მეკარე ანდონი სუბისარეტა დაშავდა და მან ზეიმის გაგრძელება ვერ შეძლო.

თამაშის შემდეგ “რეალ მადრიდის” კაპიტანმა, ჩენდომ განაცხადა: “ყველაზე მეტად მტკივნეული ისაა, რომ სამეფო თასი არაესპანურმა გუნდმა მოიგო.”

2003 წელი

“ვილიარეალთან” სტუმრად 0-2 წაგება კარლეს პუიოლისთვის ლა ლიგაში ჩატარებული მე-100 თამაში გამოდგა.

2004 წელი

65 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ფერნან გოივარტსი.

2006 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “ბენფიკა” 2-0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მე-5 წუთზე რონალდინიომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მაგრამ მე-19 წუთზე ანგარიში მაინც მან გახსნა, 89-ე წუთზე კი თავი სამუელ ეტო’ომაც გამოიჩინა. პირველი თამაში უგოლოდ იყო დასრულებული.

2014 წელი

New Espai Barca-ს პროექტმა კლუბის 27 161 წევრის (72.36%) მხარდაჭერა მიიღო, რაც პროექტის დასამტკიცებლად საკმარისი გამოდგა.

2021 წელი

“ვალიადოლიდთან” 1-0 მოგებულ შეხვედრაში ჟორდი ალბამ “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში 250-ე თამაში ჩაატარა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    06 აპრ 2025, 16:03

    ეს სერია ნიუსებისა თავიდან იწყება თუ ვაგრძელებთ.

  • me da barca
    06 აპრ 2024, 00:29

    იდიოტმა ჩენდომ თქვა ხმამაღლა ის, რასაც ესპანელების უმეტესობა ფიქრობს.

  • nika 54
    05 აპრ 2024, 20:21

    ციტატა: Rick Sanchez
    არაესპანურიო…


    ხო ესპანურები მადრიდი სევილია და ასე შემდეგ თვლიან არაესპანელებს კი კატალონიას და ბასკებს ეძახიან.
    თამაშის შემდეგ "რეალ მადრიდის" კაპიტანმა, ჩენდომ განაცხადა: "ყველაზე მეტად მტკივნეული ისაა, რომ სამეფო თასი არაესპანურმა გუნდმა მოიგო."
    იმედია ცოცხალია ის ვიღაც ჩენდო და ალბათ იმასაც ხედავს რო "სამეფო თასი" ყველაზე მეტჯერ სწორედ ბარსას და ბილბაოს აქვთ მოგებული.

  • Rick Sanchez
    05 აპრ 2024, 17:11

    არაესპანურიო…

  • Albicelecte
    05 აპრ 2024, 16:12

    ფაშისტი ჩენდო…
    მიგელ ფორლანი ერქვა არა?

  • nika 54
    05 აპრ 2021, 15:46

    თამაშის შემდეგ "რეალის" კაპიტანმა, ჩენდომ განაცხადა: "ყველაზე მეტად მტკივნეული ისაა, რომ სამეფო თასი არაესპანურმა გუნდმა მოიგო."
    მერე რას ეთამაშებოდით არაესპანურ გუნდს, გეხვეწებათ ვინმე? რო მოეგოთ ხო იტყოდა, ყველაზე სასიხარულო ის არის რო სამეფო თასი არაესპანურ გუნდს მოვუგეთო.

  • El pistolero 9
    05 აპრ 2021, 12:47

    კარგია რომ ახლა სტადიონზე ნივთების სროლა და ეგეთები შეძლებისდაგვარად აღკვეთილია.