ერნესტო ვალვერდე და რუბი ერთმანეთს შეხვდნენ

ერნესტო ვალვერდე და რუბი ერთმანეთს შეხვდნენ

კატალონიურ დერბიმდე ერთი დღით ადრე, "ბარსელონას" და "ესპანიოლის" მთავარი მწვრთნელები, ერნესტო ვალვერდე და ჟოან ფრანსესკ ფერერი, იგივე რუბი, ერთმანეთს შეხვდნენ. 

შეხვედრა "კორნელია ელ-პრატის (RCDE)" სტადიონზე გაიმართა. ესპანელმა სპეციალისტებმა, ტრადიციულად, ფოტოები გადაიღეს, ისაუბრეს და ერთმანეთს წარმატებები უსურვეს. 

რუბისთვის ეს პირველი ბარსელონური დერბი იქნება, ვალვერდე კი იმ გუნდს დაუპირისპირდება, რომელშიც ორი წელი ფეხბურთელის, ორი კი მწვრთნელის რანგში გაატარა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.