“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ერნესტო ვალვერდეს შემცვლელს აქტიურად ეძებს. კატალონიური კლუბის ჩაბარების რამდენიმე კანდიდატი აქამდეც ცნობილი იყო, დღეს კი მათ რიგებს კიდევ ერთი შეემატა.
Cadena SER-ის ცნობით, დირექტორთა საბჭოს უმრავლესობას “ბარსელონური” წარსულის მქონე სპეციალისტი სურს, მაგალითად, რონალდ კუმანი. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საჭიროა მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს “გამოაფხიზლებს”. ასეთ კანდიდატად კი “ლივერპულის” დამრიგებელი იურგენ კლოპი სახელდება.
ასევე გაიჟღერა “რივერ პლეიტისა” და “აიაქსის” დამრიგებლების, მარსელო გალიარდოსა და ერიკ ტენ ჰაგის სახელებმა.
საინტერესოა რო კლუბის ხელმძღვანელობას გვარდიოლლას სახელის გახსენებაც კი არ უნდათ.
ან კლოპი რაზე მოვა, გიჟია? გუნდი ააწყო, მონსტრები ყავს 90 წუთი ცხენებივით დარბიან. დამიჯერეთ ისე გადაგვივლიან არ მოიხედებიან უკან. კაცმა ლიგა აიღო, ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა და ეს პენსიონერების გუნდი რათ უნდა.
მიხედონ პეპს, უკვე წამოსვლაზე ფიქრობს ლივერპულთან თამაშის შემდეგ, მსაჯებზე გამწარებული.
მარტო ის მიხედავს ამ უბედურ გუნდს, ახალგაზრდებს მიხედავს და ლეოს სუფთა გამთამაშებლად (გინდა დირიჟორი დაარქვით) აქცევს.
ერთი ნორმალური ნაბიჯი ლაპორტას წასვლის შემდეგ დამანახონ ამ უჯიშოებმა.
ალეგრი არა სიმეონე კიდე
კუმანია გარდა ყველა
ეს სანამ არ ამოწურავს ხელშეკრულების ვადას, მანამდე არსად წამსვლელი არაა როგორც ვიცი.
ყველაზე კარგი და ხარისხიანი ვარიანტი იქნება გუარდიოლას შემდეგ ახალგაზრდებო. თუ ეს მოვიდა. 🙂 ისე მე არსენ ვენგერიც მესიმპატიურება….
ტენ ჰააგი
კლოპი კლოპია
აქ თუ მოვა სერიოზული რესურსი დახვდება
ყველაფრის მოსაგებად
კლოპი დაშლილ და გამადგურებულ გუნდებში მიდის
ამიტომ წესით უნდა მოვიდეს ბარსაში