ტომას ვერმალენი "ბარსელონადან" უფასოდ წავა

ტომას ვერმალენი "ბარსელონადან" უფასოდ წავა

კატალონიური კლუბის ვეტერან ბელგიელ ცენტრალურ მცველს, ტომას ვერმალენს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებენ და ის "ბარსას" მომდევნო ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.

ვერმალენი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა. გასული ოთხნახევარი წლის განმავლობაში, ბელგიელმა მხოლოდ 44 თამაში ჩაატარა, რისი მიზეზიც ტრავმაა.

33 წლის ფეხბურთელი ახლაც ტრავმირებულია და კლუბში მიაჩნიათ, რომ მასზე იმედების დამყარება აღარ ღირს. "ბარსელონა" აპირებს ვერმალენი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას, მის მიერ გამოთავისუფლებული ადგილი კი ახალგაზრდა ჰოლანდიელმა, მატიას დე ლიგტმა შეავსოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Quentin Tarantino
    სტუმარი [?]
    #3 17 ნოემბერი 2018 14:24
    0
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ამათ შიგააქვთ :)))) დელიგტი თქვენი აზრით მეოთხე მცველად მოვაა? მომავალ სეზონში პიკე სკამზე და დელიგტი უმტიტი უნდა იყოს ძირითადი, ძირითადი თუარა ბევრი დრო უნდა მიიღოს.

    დელიხტი თუ იყიდეს და თუ მოიკიდა ფეხი ძირითადში უმტიტისთან ერთად მაშინ ლენგლე და პიკე სკამზე ძალიან დიდი ფუფუნება იქნება იმიტო რო მეოთხე მცველობისთვის ორივე ცოდოა რაცარუნდა იყოს ამიტომ ერთი გასაშვები იქნება მაშინ და ვინმე ასაკიანი მცველი მოიყვანონ ვისაც სჯამზე ჯდომაზე პრეტენზია არ ექნება როგორც ვერმაელენი იყო
    Culé [?]
    #2 17 ნოემბერი 2018 14:19
    2
    ვიცი რომ საერთოდ არ ეხება თემას მაგრამ ძალიან მჭირდება და არ დამადოთ ბანი გთხოვთ. იყიდება ორ ოთახიანი ბინა გლდანის მეორე მიკრორაიონში, კარგ მდგომარეობაში, ფასი 42 ათასი დოლარი. დამიკავშირდით 595952231
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 17 ნოემბერი 2018 13:51
    2
    მაგიც ხეირია ტყუილად ხელფასის გადახდას ჯობს წავიდეს