“ბარსელონას” ურუგვაელ თვდამსხმელს, ლუის სუარესს ლა ლიგაში გუნდი აღარ დარჩა, რომლის წინააღმდეგაც მას უთამაშია და არ გაუტანია.
იმ 27 გუნდს შორის, რომლების წინააღმდეგაც სუარესს ლა ლიგაში უთამაშია, მხოლოდ “ვალიადოლიდი” იყო დარჩენილი, რომლის კარიც ურუგვაელს აღებული არ ჰქონდა. 32 წლის ფეხბურთელმა ეს დანაკლისი გუშინდელ შეხვედრაში (5-1) შეავსო.
სუარესის ფავორიტი მეტოქე “ბეტისია”, რომლის კარშიც ურუგვაელს, 7 თამაშში, 10 გოლი აქვს გატანილი. მე-2 ადგილზე, 9 გოლით, მადრიდის “რეალი” მოდის.
32 წლის ფეხბურთელს, 27 გუნდის წინააღმდეგ 137 გოლი აქვს გატანილი. ეს გოლები ასე ნაწილდება:
| მეტოქე | თამაში | გოლი | ასისტი |
| ბეტისი | 7 | 10 | 3 |
| რეალი | 10 | 9 | 2 |
| დეპორტივო | 7 | 8 | 8 |
| ესპანიოლი | 10 | 8 | 4 |
| ხიხონი | 4 | 8 | 2 |
| ვალენსია | 11 | 7 | 1 |
| ლას პალმასი | 6 | 6 | 2 |
| რაიო | 5 | 6 | 1 |
| სევილია | 11 | 6 | 4 |
| ბილბაო | 8 | 5 | 1 |
| გრანადა | 6 | 5 | 4 |
| ლევანტე | 6 | 5 | 1 |
| ხეტაფე | 7 | 5 | 2 |
| ალავესი | 5 | 4 | 3 |
| ატლეტიკო | 9 | 4 | 3 |
| ეიბარი | 5 | 4 | 3 |
| ვილიარეალი | 9 | 4 | 2 |
| კორდობა | 2 | 4 | 1 |
| ლეგანესი | 6 | 4 | 3 |
| ჟირონა | 4 | 4 | 2 |
| სელტა | 8 | 4 | 2 |
| სოსიედადი | 9 | 4 | 4 |
| ალმერია | 2 | 2 | 2 |
| უესკა | 1 | 2 | 1 |
| ვალიადოლიდი | 3 | 1 | 0 |
| მალაგა | 6 | 1 | 0 |
| ოსასუნა | 1 | 1 | 0 |
ახლა ეს და ბენზემა როგორ უნდა შეადარო.დანაშაულია ფეხბურთის.
საღოლ სუას უნიკალური შედეგი დააფიქსირა
ძაან მაგარი მიღწევაა ტოჩაღ სუა