“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფმა 16 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, პედრიმ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში კატალონიურ კლუბზე ისაუბრა.
“ბარსელონას” მატჩებს ინიესტას გამო ვუყურებდი. მისი და “ბარსას” თამაშის სტილი მომწონდა.”
“ბავშვობიდან “კულე” ვარ. ვამაყობ, რომ “ბარსელონამ” მიყიდა. “კამპ ნოუზე” თამაშზე ვოცნებობ, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. ახლა, მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო და “ლას პალმასში” განვითარება განვაგრძო.” – თქვა პედრიმ.
“ბარსელონამ” პედრი სექტემბერში 5 მილიონ ევროდ გაიფორმა და “ლას პალმასში” კიდევ ერთი წლით დატოვა. ახლა, ის ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული და მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება.
16 წლის ფეხბურთელს მის კუმირს, ანდრეს ინიესტას ხშირად ადარებენ. იმედი ვიქონიოთ, რომ პედრი “ბარსელონას” გულშემატკივრების მოლოდინს გაამართლებს.
იმედია გაამართლებს.
რავი საკამათო თემაა. გვარდიოლა მკაცრია, სტერლინგი კიდე პროფესიონალი, არ მგონია ვარჯიშზე აგვიანებდეს, ტრავმებს თითქმის არ იღებს. გვარდის რო დემბელე ყოლოდა, 1-2 ჯერ დაეგვიანა ვარჯიშზე ან უდისწიპლინობა გამოევლინა პეპი მკაცრად დასჯიდა და აღარ გააკარებდა ძირითადს. ან მოაშორებდა გუნდიდან როგორც ზლატანის შემთხვევაში ქნა. მარა აი არტურს და ფრენკის კი ნაღდად სასწაულად მოხოდავდა
ბარსას თამაშებს არა მაგრამ ესპანეთის თამაშებს მეც ინიესტას გამო უყურებდი