“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერი რაჰემ სტერლინგი აცხადებს, რომ “ოქროს ბურთის” მოგების 30 კანდიდატს შორის მოხვედრის მიუხედავად, მესისთან და რონალდუსთან მისი შედარება არ შეიძლება.
FourFourTwo-სთვის მიცემულ ინტერვიუში სტერლინგმა განაცხადა: “მესი ერთადერთია. მეგობარო, თუ მე მომდევნო 15 სეზონის განმავლობაში სტაბილურად 50-60 გოლს გავიტან, მაშინ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ახლა მესისა და რონალდუზე ნუ მელაპარაკები. ამ შედარების გაგონებაც კი არ მინდა.
არ ვამბობ, რომ საკუთარ თავს არ ვაფასებ, მაგრამ ეს ბიჭები 15 წელია ამ დონეზე თამაშობენ. 40, 50, 60 გოლი 15 წლის განმავლობაში…
ამ დონის მისაღწევად ხანგრძლივი პროცესის გავლაა საჭირო. ვვითარდები და მინდა, სტატისტიკა ყოველწლიურად გავაუმჯობესო. თუ ამას 10-15 წლის განმავლობაში გავაკეთებ, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ახლა შედარება ადრეა.”
რაჰემ სტერლინგს, “მანჩესტერ სიტის” მაისურით, 4 სეზონში, 201 თამაშში 69 გოლი აქვს გატანილი, რაც სეზონში საშუალოდ 17 გოლს უდრის. ცნობისთვის, მხოლოდ 2012 წელს, მესიმ 91 გოლი გაიტანა. თუმცა, 24 წლის ინგლისელს იმას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, რომ მუდმივად პროგრესირებს და შედეგებს აუმჯობესებს. მიმდინარე სეზონში, 11 მატჩში, მან მეტოქეთა კარი უკვე 9-ჯერ აიღო.
შენ ბიძია მარტო გოლი ნუ გგონია მესისთან შესადარებლად მესის იმხელა სათამაშო ინტელექტი აქვს სიზმარშიც არ გექნება
მესიმ კალენდარულ წელიწადში გაიტანა 91 გოლი. წარმოგიდგენიათ მეგობრებო? 91 გოლი! რას მოვესწარით <3 ამაყები უნდა ვიყოთ <3