workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ კუკურელია: კარლეს ალენია ასეთ სიტუაციაში ყოფნას არ იმსახურებს

მარკ კუკურელია: კარლეს ალენია ასეთ სიტუაციაში ყოფნას არ იმსახურებს

“ბარსელონადან” “ხეტაფეში” განათხოვრებული მარცხენა მცველი მარკ კუკურელია მის მეგობარზე, კატალონიურ კლუბში დარჩენილ კარლეს ალენიაზე საუბრობს, რომელსაც მოედანზე გასვლის შანსი ლა ლიგის პირველი ტურის შემდეგ არ მისცემია.

“ფეხბურთში არსებობს რთული მომენტებიც და ახალი შესაძლებლობებიც. მართალია, ალენიას არც მოედანზე გასვლის შანსი ეძლევა და ხშირად ვერც განაცხადში ხვდება, მაგრამ ის მაინც თავდაჯერებულია. მე მას ვესაუბრე, დახმარება აღვუთქვი და რჩევა მივეცი. კარლესმა იცის, რომ რთულ პერიოდშიც კი ფოკუსირებული უნდა იყოს. თუ მან ასე განაგრძო, როდესაც შანსს მიიღებს, დაამტკიცებს, რომ ასეთ სიტუაციში ყოფნას არ იმსახურებს.” – ციტირებს კუკურელიას სიტყვებს Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი ბოლომდე ბრძოლას აპირებს და მას იანვარში სხვა გუნდში გადასვლა არ სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Don_Andresito
    schedule 16 ოქტ 2019, 12:21
    #5

    ცოტა აღარ მომწონს ამის თავხედური ქცევები. ჯერ ნომერზე პრესასთან რო იჭორავა, მერე გუნდი იჯარით გიშვებს ესეიგი ეგრეა საჭირო, ზედმეტად დაუმორჩილებლობას იჩენს ამ ასაკში. თორე რაკიტიჩს თუ ყიდიან იანვარში ეს დარჩეს.

  • DyBaLa21
    schedule 15 ოქტ 2019, 20:12
    #4

    რაკიტიჩზე მეტ დონეს ვერ დადებს რომ ათამაშოს?? ანსუ ფატის რომ არ ეთამაშა რა ჩემს ფეხებს გავიგებდით როგორია?? ამას წინად წამომცდა, არ ვიცი მოვიგებთ თუ არა სევილიასთან მესი და ფატი არ არიან თქო და მერე რომ დავფიქრდი, მომავლის იმედი მომეცა… აიი ნახევარმცველებს დიდებს დავასვენებდი ნელნელა და ამას თუ არა პუჩს მაინც დავაწინაურებდი და დეიონგ არტურს და პუჩს შევაჩვევდი ერთმანეთს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 15 ოქტ 2019, 18:21
    #3

    ძაან მშვენივრად ქაჩავს. უნდა დარჩეს და ძირითადს შეეჩვიოს

  • M10 S9 D11
    schedule 15 ოქტ 2019, 17:12
    #2

    იჯარითაა გასაშვები ვერ ქაჩავს დონეს ვერა

  • bua12
    schedule 15 ოქტ 2019, 15:55
    #1

    ააფსმევინეთ რა ამას