ოსკარ გარსია და ხორხე ვალდანო "კლასიკოს" წინ

ოსკარ გარსია და ხორხე ვალდანო "კლასიკოს" წინ

"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ოსკარ გარსიამ და წარსულში "რეალის" ფეხბურთელმა, ხორხე ვალდანომ მოახლოებულ "კლასიკოზე" ისაუბრეს. 

"უცნაურია, რატომ დაკარგეს ამ გუნდებმა ამდენი ქულა სეზონის სტარტზე. კლუბის შიდა საქმეებში ჩახედული უნდა იყო, ამაზე პასუხი რომ გქონდეს". - თქვა გარსიამ. ვალდანოს განსაკუთრებით "ბარსას" წარუმატებლობა არ ესმის: "რეალის" მდგომარეობა გასაგებია, რადგან მათ სეზონში 50 გოლი დაკარგეს, "ბარსელონა" კი გუნდურად უფრო შეკრულია. 

კატალონიელებმა მნიშვნელოვანი მცველები დაკარგეს, ჟერარ პიკეს კი სეზონის დასაწყისში ცუდად თამაში ახასიათებს. ერნესტო ვალვერდემ ზუსტად ისიც არ იცის, ვინ ათამაშოს ნახევარდაცვაში უფრო ხშირად რაკიტიჩთან და ბუსკეტსთან ერთად, ჩამოუყალიბებლობას კი კარგი შედეგი არ მოაქვს". 

ყოფილმა ფეხბურთელებმა "ელ კლასიკოში" თავიანთი განსაკუთრებული მომენტებიც გაიხსენეს. 

გარსია: "ბერნაბეუზე", იოჰან კრუიფთან ერთად ვიყავით. მან დაგვარიგა, რომ მადრიდელების წინააღმდეგ ერთ-ერთზე გვეთამაშა, რაც ძალიან გაგვიკვირდა. შემდეგ კრუიფმა გვითხრა, რომ მშვიდად ვყოფილიყავით, რადგან შედეგი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ყველავერი მისი გეგმის მიხედვით მოხდა. "რეალი" ჩვენს ასეთ თამაშს არ ელოდა, მწვრთნელმა მეტოქის დაბნევა ადვილად მოახერხა. ის გენიოსი იყო". 

ვალდანო: "ლუიშ ფიგუს "კამპ ნოუზე" დაბრუნება ნამდვილად გამორჩეული იყო. იმ თამაშზე ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად ვიყავი. ის გაოცებული ამბობდა, რომ ასეთი არაფერი ენახა და მეც ზუსტად ასე ვგრძნობდი". 

რაც შეეხება "ბარსელონას" სტილს:

გარსია: "სანამ გუნდში ბუსკეტსის და პიკეს მსგავსი ფეხბურთელები თამაშობენ, სტილი არ დაიკარგება. რა თქმა უნდა, განსხვავებული მოთამაშეებიც მოდიან, მაგრამ ჩვენ მათთან ერთად შეგვიძლია გავაგრძელოთ იმ ფეხბურთის თამაში, რომელსაც ასეთი კარგი შედეგები მოაქვს". 

ვალდანო: "ბარსას" სტილი არ დაუკარგავს. ეს ისევ შეტევაზე და ბურთის ფლობაზე ორიენტირებული გუნდია. თუმცა, როცა ისეთი ფეხბურთელები მიდიან, როგორიც ჩავი და ინიესტა იყვნენ, გასაკვირი არაა, რომ წინსვლის შთაბეჭდილება არ იქმნება. ისინი გუნდისთვის შეუცვლელები არიან, ასე რომ, ვინმეს დადანაშაულება იმის გამო, რომ მათ მიერ დატოვებული ცარიელი სივრცე სრულად ვერ ივსება, სწორი არაა". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 28 ოქტომბერი 2018 01:09
    0
    ისე ოსკარ გარსია არაა ცუდი ვარიანტი მწვრთნელად :დდ ამის ზალცბურგი დაფრინავდა
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #2 27 ოქტომბერი 2018 23:27
    0
    ხვალე უნდა მოვიგოთ.
    Arturo Vidal
    სტუმარი [?]
    #1 27 ოქტომბერი 2018 22:51
    1
    ყოჩაღ ადმინ