ლუჩანო სპალეტი: "კამპ ნოუზე" მხოლოდ დაცვა შეუძლებელია

ლუჩანო სპალეტი: "კამპ ნოუზე" მხოლოდ დაცვა შეუძლებელია

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში "ბარსელონასთან" 0:2 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვწუხვარ, რადგან პირველ ტაიმში სრულიად განსხვავებულ თამაშს ველოდი. საკმარისად თამამად არ ვითამაშეთ. მასპინძლებს იმ ყველაფრის გაკეთების საშუალება მივეცით, რასაც ისინი ყველაზე უკეთ აკეთებენ.

"კამპ ნოუზე", ერთი კონტრშეტევის იმედად, მხოლოდ დაცვა შეუძლებელია. თუ აქ წარმატების მიღწევა გინდა, ბურთი უკეთ უნდა დაიჭირო.

რა თქმა უნდა, ჯგუფის მეორე მატჩში ფრით კმაყოფილები ვართ. თუმცა, უნდა ვიფიქროთ საკუთარ თამაშზე, რომელიც დღეს იდეალურისგან შორს იყო.

ბევრად უკეთესი საპასუხო მატჩი უნდა ჩავატაროთ და დავამტკიცოთ, რომ ამბიციური გუნდი ვართ." - ციტირებს სპალეტის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 26 ოქტომბერი 2018 11:47
    0
    სტუმრადაც გაგანადგურებთ