"მანჩესტერ სიტი" დე იონგს მიუბრუნდა

"მანჩესტერ სიტი" დე იონგს მიუბრუნდა

როგორც ჩანს, "მანჩეტერ სიტი" კატალონიურ გრანდს "აიაქსის" ნახევარმცველისთვის ბრძოლაში კონკურენციას გაუწევს.

"ბარსელონა" დიდი ხანია დაინტერესებულია ჰოლანდიელი ფეხბურთელის შეძენით და მზადაა სურვილი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრებზე სისრულეში მოიყვანოს. როგორც Sun იუწყება, დე იონგის თავის კლუბში ხილვა პეპ გვარდიოლასაც უნდა. "ქალაქელები" მზად არიან, უკვე შეთავაზებული 80 მილიონი ევროიანი შეთავაზება კიდევ გაზარდონ. ახალგაზრდა ტალანტისთვის ერთმანეთს კონკურენციას ინგლისის ჩემპიონს "ბარსელონა" და პსჟ გაუწევენ.

"სიტის" სკაუტები უკვე დიდი ხანია 21 წლის ნახევარმცველს აკვირდებიან. ცხადია, დე იონგის თამაშის ხარისხით ისინი აღფრთოვანებულნი არიან, რამაც ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებების გაძლიერება გადააწყვეტინა, რათა ფეხბურთელი არ დაკარგონ.

მანჩესტერელები ამსტერდამელებს საკმაოდ ხელსაყრელ წინადადებას სთავაზობენ. გარდა ასტრონომიული თანხისა, მათ შეიძლება დე იონგს მიმდინარე სეზონის ბოლომდე "აიაქსში" დარჩენის უფლება მისცენ. განიხილება ასევე ტრანსფერში გიუნდოგანის ჩართვის ვარიანტი, თუმცა ეს ნაკლებად წარმოსადგენია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 17 ოქტომბერი 2018 23:25
    2
    სერხიო ბუსკეტსის სავარაუდო შემცვლელებად სახელდებიან: 1.ჰარი ვინკსი,(ტოტენჰემი)როდრი(ატლეტიკო)და ფრენკი დე იონგი(აიაქსი).