"ბარსელონა" ფრენკი დე იონგს მიუბრუნდა

"ბარსელონა" ფრენკი დე იონგს მიუბრუნდა

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ "აიაქსის" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის მიმართ ინტერესი განაახლა.

Sport-ის ცნობით, კატალონიელები ამსტერდამელებს მიმდინარე კვირაში შეხვდებიან და შეეცდებიან ტრანსფერი თვის ბოლომდე დაასრულონ. ფეხბურთელის მომავალი კვლავ დამოკიდებულია იმაზე, გავა თუ არა "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადასვლა სურს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლუბები შეთანხმდებიან. დე იონგს არ უნდა "აიაქსი" კონფლიქტით დატოვოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 20 აგვისტო 2018 22:39
    1
    ეს თუ გამოვიდა წელს ყველაზე მაგარი ტრანსფერი იქნება ! მაგრამ რაღაც არ მჯერა რომ შეძლონ ამის გადმობირება აიაქსიდან წელს