"ბარსას" მომავალი ცენტრფორვარდობის ორი კანდიდატი

"ბარსას" მომავალი ცენტრფორვარდობის ორი კანდიდატი

კატალონიური გრანდი სამომავლო პერსპექტივის მქონე ფეხბურთელებს ეძებს, რომლებიც გუნდს დახმარებას აწმყოშიც გაუწევენ. ცხადია, ლუის სუარესის გუნდიდან წასვლა არავის სურს, მაგრამ ურუგვაელი ფორვარდი უკვე 31 წლისაა და მიმდინარე წელს საუკეთესო სეზონს ნამდვილად ვერ ატარებს.

"ბარსელონას" სურს, გუნდში ახალგაზრდა თავდამსხმელი მოვიდეს, რომელსაც უკვე თავისი ტალანტი და დონე დამტკიცებული აქვს. ფეხბურთელი, რომელიც გუნდში დიდი ხნით დარჩება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "ბარსელონას" ევროპის გარეთ ქვეყნების მოქალაქე ფეხბურთელების ლიმიტი უკვე ამოწურული აქვს - გუნდის შემადგენლობაში მალკომი, არტური და არტურო ვიდალი ირიცხებიან. ამიტომაც, კატალონიელები კონტინენტს გარეთ კანდიდატების ძებნას ვერ დაიწყებენ. ასაკით და პროფილით, ჰარი კეინი იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუმცა მისი ტრანსფერი ასტრონომიული თანხა დაჯდებოდა და ამის გამო ეს ნაკლებად წარმოსადგენია.

სხვადასხვა ვარიანტების ნახსენებ ორ "ფილტრში" გატარების შემდეგ ესპანური პრესა ორ კანდიდატს გვთავაზობს, რომლებიც წესით "ბარსელონას" მთავარ გუნდს კარგად უნდა მოერგონ. ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა პოლონელი ფორვარდი, კშიშტოფ პიონტეკია, რომელიც გასულ ზაფხულში "ჯენოაში" "კრაკოვიდან" გადავიდა 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ და იტალიურ გუნდში ჩატარებულ 8 შეხვედრაში უკვე 13 გოლი აქვს გატანილი, რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ 53 წუთში გააქვს. ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლის გასატანად კი 18 წუთი დასჭირდა. ფეხბურთელი სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს ლუის სუარესს და უკვე გრანდების ყურადღებაც მიიქცია. ნუ დაგვავიწყდება, რომ "ჯენოა" ტრადიციულად "ფეხბურთელების გამყიდველი" კლუბია და ტრანსფერი დაახლოებით 50-60 მილიონი დაჯდება.

კიდევ ერთი სახელი, რომელიც "ბარსას" დაუკავშირეს, ნიკოლას პეპეა. "ლილის" შემტევი ლიგა 1-ში მეორე სეზონს ატარებს. თუ პიონტეკი უფრო მომენტის დამსრულებელი, ე.წ. "ცხრიანია", პეპე უფრო მრავალმხრივობით გამოირჩევა და მეორე თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში. ფეხბურთელი ასისტების რაოდენობითაც გამოირჩევა - მის ანგარიშზე 6 გოლი და 6 ასისტია.

ორივე ფეხბურთელზე "ბარსელონას" კონკურენციის გაწევა გრანდებისთვის მოუწევს. პეპეს შემთხვევაში, "ბაიერნმა" უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები სამომავლოდ ტრანსფერის განხორციელებისთვის. მიუნხენელებმა მიმდინარე სეზონი კარგად ნამდვილად ვერ დაიწყეს და აპირებენ, გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გააძლიერონ. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MAYER
    სტუმარი [?]
    #6 16 ოქტომბერი 2018 10:48
    1
    ციტატა: Giorgi Chubinidze
    Isr dgevandel fexburts axalgazrda top centrforvardebi aklia.erti keini ikardi da ha ha firmino meti vin?me ar maxsendeba.

    ჯესუსი))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 ოქტომბერი 2018 16:29
    1
    ციტატა: ani-barca10
    ციტატა: Berlinetta♥
    ფირმინიო კაია მარა რო ვთქვა სუარესის დონისაა(რასაც ლივერპულში თამაშობდა) მოგატყუებ .. სუარესი ერთერთი ეპოქალური ფორვარდია ჩემთვის, და ფირმინიო ვერ შეცვლის ,

    სუარესი ლივერპულის ბოლო სეზონში და ბარსაში 2 სეზონი რო ფორმაში იყო ეგ 3 წელი ჩემთვის მესის მერე საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ეგ 3 წელი ნეიმარსაც მერჩივნა და რონალდოსაც, გოლები ასისტები ყველაფერი თან რა გოლები გაქონდა საოცარ ფორმაში იყო და ეგეთ სუარესს ახლა ვერავინ შეცვლის :დ კეინია ახლა გამორჩეული ცენტრფორვარდი მარა მაგას არ იყიდიან 200 მილიონი ღირს და არც ღირს მაგდენის გადახდა

    არ მომწონს ეგ კანე კორსო და რა ვქნა რა :))
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ოქტომბერი 2018 15:39
    1
    ციტატა: ani-barca10
    ციტატა: Berlinetta♥
    თუ ცენტრფორვარდს იყიდი დღეს , უნდა გაიხე და მბაპე იყიდო

    მბაპეს ან უნდა გადმოსვლა და ან არა და რომც უნდოდეს მინიმუმ 300 მილიონი უნდა :დ ფირმინოს ტრანსფერი იქნებოდა ალბათ ყველაზე კარგი ოღონდ სუარესი უნდა ჩართონ ტრანსფერში ისე არ გამოუშვებენ, კოუსგან განსხვავებით სუარესი დღემდე ძაან უყვართ და სიამოვნებით მიიღებენ :დ ცოტა ალბათ დამატებაც მოგვიწევს ფულის მარა მაქსიმუმ 50 მილიონი, არც ფირმინოა დიდად პატარა 27 წლისაა

    ფირმინიო კაია მარა რო ვთქვა სუარესის დონისაა(რასაც ლივერპულში თამაშობდა) მოგატყუებ .. სუარესი ერთერთი ეპოქალური ფორვარდია ჩემთვის, და ფირმინიო ვერ შეცვლის , ვერც ბოძი პიატეკი , თუ პოინტეკი ვეღარ გავიგე, ეს პოლონელი გამოდგება გეგმა ბესთვის.. თამაში რო არ მიგდის შემოიყვან ჩაუწოდე გაიტანს მარა ისე ჩემმა მტერმა უყურა მაგის საცოდაობას კომბინაციურ ფეხბურთში ..

    My Webpage და ეს ბიჭი ვინგერია თან მარჯვენა, სადაც დემბელე და მალკომი გვყავს და არ ვაყენებთ და ეს რად გვინდა რატომ გგონიათ ცენტრფორვარდი ?
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ოქტომბერი 2018 15:09
    2
    ციტატა: ani-barca10
    საბანძეთია ცენტფორვარდებში ტყუილად გადაყრილი ფულია :დ ჯობია არავინ იყიდონ :დ

    თუ ცენტრფორვარდს იყიდი დღეს , უნდა გაიხე და მბაპე იყიდო
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Culé [?]
    #2 15 ოქტომბერი 2018 15:07
    3
    Isr dgevandel fexburts axalgazrda top centrforvardebi aklia.erti keini ikardi da ha ha firmino meti vin?me ar maxsendeba.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2018 12:56
    3
    მუნირს რა უშვრებით? 🤔