ვილაშ ბოაში: "ბარსელონაში" ან "რეალში" მუშაობა მსურს"

ვილაშ ბოაში: "ბარსელონაში" ან "რეალში" მუშაობა მსურს"

"ტოტენჰემის" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ანდრე ვილაშ ბოაშმა განაცხადა, რომ მას მუშაობა კატალონიის "ბარსელონაში" ან მადრიდის "რეალში" სურს.

"კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი", ეს კლუბები მსოფლიოში საუკეთესონი არიან. მე ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და ჩემი ოცნებაა ამ კლუბებიდან, რომელიმე ერთ-ერთში ვიმუშავო. მე დაინტერესებული ვარ სხვა ქვეყნების ჩემპიონატებით. შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან მაქვს, მიმდინარე წლის ივნისისათვის მთავარი მწვრთნელის პოსტს დავუბრუნდები. 

რაც შეეხება გარეთ ბეილს, ის ახლა ნამდვილად შესანიშნავ სეზონს ატარებს. მას ბევრი კლუბებისაგან ჰქონდა შემოთავაზებები, მაგრამ მას იმ გუნდში წასვლა უნდოდა, რომელიც ძალიან ტიტულიანი საფეხბურთო კლუბია. გარეთ ბეილი ყოველთვის ოცნებობდა მადრიდის "რეალში" გადასვლაზე." - ანდრე ვილაშ ბოაშის სიტყვებს ციტირებს "Daily Mail". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.