workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი “ბარსელონას” აღარ უჩივლებს, თუ…

ნეიმარი “ბარსელონას” აღარ უჩივლებს, თუ…

დღეს დილით, ბარსელონაში, ნეიმარის წარმომადგენლებსა და ჟოზეპ მარია ბართომეუს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. საქმე ბრაზილიელის სარჩელს ეხება.

ნეიმარი “ბარსელონას” 44 მილიონ ევროს ედავება. 2 წლის წინ, როდესაც ბრაზილიელი “ბლაუგრანადან” “პარის სენ-ჟერმენში” გადავიდა, მან კატალონიურ კლუბს კონტრაქტით გათვალისწინებული ბონუსი, 26 მილიონი ევრო მოსთხოვა. “ბარსამ” ამ თანხის გადახდაზე უარი თქვა, რადგან ნეიმარმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები ბოლომდე არ შეასრულა. დღეს, ნეიმარი უკვე 44 მილიონს ითხოვს – 26 მილიონს დამატებული 2 წლის განმავლობაში დაგროვილი პირგასამტეხლოები.

Sport-ის ცნობით, ნეიმარი თანახმა იყო საჩივარი უკან გაეხმო, მაგრამ ერთი პირობით – თუ “ბარსელონა” წერილობით მისცემდა პირობას, რომ “პარი სენ-ჟერმენიდან” იყიდდა. კატალონიელებმა ფეხბურთელს ასეთი პირობა ვერ მისცეს და როგორც ჩანს, სასამართლო მოსმენა მაინც გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • ana anukii
    schedule 27 სექ 2019, 21:24
    #6

    ფატი გამაცხადს მიღმააა :/

  • kortoxa23
    schedule 27 სექ 2019, 20:36
    #5

    ნეიმარი მოსულიყო კარგი იყო მარა მაგრად ატრაკუნებს ხოლმე მისი მოსვლით ანსუ ფატს ხელფეხი შეეკრება რახან ანსუ ფატი ასე კარგად გამოჩნდა ბარსელონა ნეიმარზე საბოლოოდ იტყვის უარს

  • Gi9GS
    schedule 27 სექ 2019, 19:57
    #4

    რამდენიც გინდათ იმდენი ლანძღეთ, ბარსელონას ნეიმარი დღეს ყველაზე მეტად სჭირდება და კიც ეტყობა)) მესის გარეშე ნულია გუნდი. 🙂

  • Bola
    schedule 27 სექ 2019, 19:53
    #3

    ანუ მიყვარს ბარსა… ბოდიში რო წავედიიი დამაბრუნეთ დამაბრუნეთოო….მაგრამ რომ ვერ დამაბრუნეთ ახლა 44 მილიონს მაინც აგახევთ სულ არაფერს ჯობიაო? :დდდ და ეს გუნდმა უნდა დააბრუნოს? :დ ფულის მონააა რომელიც ვერასდროს აიღებს ოქროს ბურთს

  • nika 54
    schedule 27 სექ 2019, 19:24
    #2

    მერე თუ ესე უნდა მოვიდეს რა პრობლემაა, გამოისყიდოს თავისი კონტრაქტი და მერე ჩვენ გადავუხდით წელიწადში 10-15 მილიონს, კაროჩე განვადებით მოვიდეს რა.

  • MERENGUE
    schedule 27 სექ 2019, 19:12
    #1

    აი ეს კაცი რამდემადაც მაგარი ფეხბურთელია იმდენად ნაბი#ვარია პიროვნულად