"ბარსას" ყოფილი პრეზიდენტი: ცხოვრებაში ფული ყველაფერი არაა

"ბარსას" ყოფილი პრეზიდენტი: ცხოვრებაში ფული ყველაფერი არაა

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან გასპარი "ჟირონასთან" იანვარში გასამართი მატჩის ამერიკაში, მაიამიში ჩატარებაზე კომენტარს აკეთებს.

"ვინც მატჩის მაიამიში ჩატარებას გადაწყვეტს, მას ფეხბურთი არ მოსწონს. ჩვენ ფეხბურთი აქ, ესპანეთში გვინდა. ფული ცხოვრებაში ყველაფერს არ ნიშნავს." - აცხადებს გასპარი, რომელიც "ბარსელონას" პრეზიდენტი 2000-2003 წლებში იყო.

ცნობილია, რომ "ჟირონას", "ბარსელონასა" და ესპანეთის ლა ლიგას თამაშის მაიამიში ჩატარება სურთ, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ქვეყნის ხელისუფლება, ფეხბურთელთა პროფესიული გაერთიანება და FIFA წინააღმდეგნი არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 12 ოქტომბერი 2018 22:31
    0
    მართლა ეგრეა