არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის საჩივარი, რომელიც მიზნად ლეო მესის დისკვალიფიკაციის შემცირებას ისახავდა, არ დაკმაყოფილდა.
გასულ ზაფხულში, კოპა ამერიკის 1/2-ფინალში ბრაზილიასთან წაგების შემდეგ, მესიმ ტურნირის მსაჯები გააკრიტიკა. მალევე, მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში, ლეო მოედნიდან აშკარად უსამართლოდ გააძევეს, რის შემდეგაც ის კიდევ უფრო რადიკალური გახდა და ტურნირის ორგანიზატორები ბრაზილიის სასარგებლოდ კორუფციაში დაადანაშაულა.
მესიმ წითელი ბარათის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1500 დოლარის ჯარიმა მიიღო, ხოლო CONMEBOL-ის კორუფციაში დადანაშაულების გამო – 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50000 დოლარის ჯარიმა.
მესიმ დაშვებული შეცდომა მალევე აღიარა და ბოდიში მოიხადა, რასაც არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გასაჩივრება მოჰყვა.
დღეს Onda Cero-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, CONMEBOL-მა არგენტინელთა საჩივარი არ დააკმაყოფილა და სასჯელი უცვლელი დატოვა.
4 მატჩიდან მესის 2 უკვე მოხდილი აქვს. ის ოქტომბერში გერმანიასთან და ეკვადორთან გასამართ ამხანაგურ თამაშებსაც გამოტოვებს და ნაკრებს ნოემბერში დაუბრუნდება.
ძალიან მინდოდა გერმანიასთან რევანში
ერთი არგენტინის დედაც ძაან კაი თუ არ წავა ნაკრებში ოქტომბერში