მაიკლ კერიკი: "ბარსელონასთან" წაგების შემდეგ 2 წელი დეპრესიაში ვიყავი

მაიკლ კერიკი: "ბარსელონასთან" წაგების შემდეგ 2 წელი დეპრესიაში ვიყავი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ნახევარმცველი მაიკლ კერიკი აცხადებს, რომ 2009 წელს "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო, ის 2 წლის განმავლობაში დეპრესიაში იყო.

რომში გამართული ფინალის საწყის წუთებში უპირატესობას "იუნაიტედი" ფლობდა, მაგრამ მე-10 წუთზე, კერიკმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა და "ბარსამ" ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, კატალონიელებმა შეხვედრა 2:0 მოიგეს.

"ჩემპიონთა ლიგის იმ ფინალის წაგების შემდეგ, 2 წელი დეპრესიაში ვიყავი.

საკუთარ თავს ვუმეორებდი: რატომ გავაკეთე ეს? ამის შემდეგ კი, დეპრესია მატულობდა და მატულობდა. რთული წელი გადავიტანე. ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა.

ერთი წლით ადრე ჩემპიონთა ლიგა მოგებული მქონდა, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

ვგრძნობდი, რომ დეპრესიაში ვიყავი.

თავი ცუდად არაერთი თამაშის შემდეგ მიგრძვნია, მაგრამ ეს რამდენიმე დღეში გამდიოდა. ამ შემთხვევაში კი ასე არ მოხდა. უცნაური შეგრძნება იყო.

ამ ყველაფერს საიდუმლოდ ვინახავდი. ყველაფერი ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ. ამაზე აქამდე არასდროს მილაპარაკია." - ციტირებს კერიკის სიტყვებს BBC.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 ოქტომბერი 2018 20:33
    0
    ციტატა: giorgi123456789
    ციტატა: MisterD
    კარიუსი რა დღეში იქნებოდა :დდ

    Kariusi axlac mag dgeshia:dd

    კარიუსს, როგორც ესპანეთში ამბობენ, პერესმა თურმე 10 მილიონი გადაუხადა.

    კაი ფინალი იყო, რონალდუ მაგრად დაჭენაობდა თავიდან, პუიოლსაც ბევრი ურტყა უკნიდან ფეხებში, მერე დაიღალა და დანებდა.
    BARCAMAN10
    სტუმარი [?]
    #3 9 ოქტომბერი 2018 18:26
    1
    2 წელი? მეტი არა? რადგან ზუსტად 2 წელში მეორე ლიგაც წააგე ბარსასთან :)
    giorgi123456789
    სტუმარი [?]
    #2 9 ოქტომბერი 2018 16:30
    2
    ციტატა: MisterD
    კარიუსი რა დღეში იქნებოდა :დდ

    Kariusi axlac mag dgeshia:dd
    Culé [?]
    #1 9 ოქტომბერი 2018 16:26
    1
    კარიუსი რა დღეში იქნებოდა :დდ
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca