workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ქალთა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონი 6-1 გაანადგურა

“ბარსას” ქალთა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონი 6-1 გაანადგურა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქალთა ფეხბურთში ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრა, რომელშიც “ბარსელონამ” მოქმედი ჩემპიონი “ატლეტიკო” მიწასთან გაასწორა.

ბოლო წლებში, ესპანეთის ჩემპიონობისთვის მხოლოდ “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ქალთა გუნდები იბრძვიან, გასულ 3 სეზონში კი, მადრიდელებმა კატალონიელებს მცირე უპირატესობით აჯობეს. შესაბამისად, დღევანდელი დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

“ბარსელონამ” სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და “რეალის” ქალთა გუნდი 9-1 გაანადგურა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსთან” 2-0 მოგება მოაყოლა. თუმცა, ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში, კატალონიელებმა “რაიო ვალიეკანოსთან” ქულები მოულოდნელად დაკარგეს.

“ატლეტიკოს” პრიმერას პირველი 2 თამაში მოგებული ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ წინა სეზონში მადრიდელებმა ქულები მხოლოდ ორ თამაშში დაკარგეს და ორივეჯერ “ბარსელონასთან”, დღევანდელ მატჩს “ბლაუგრანასთავის” დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – წაგება ჩემპიონატის ტიტულის სტარტზევე დათმობის ტოლფასი იქნებოდა.

შეხვედრა მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო – მე-2 წუთზე მადრიდელები სამპედრომ დააწინაურა. თუმცა, “ბარსამ” სტუმრების კარში გოლების წვიმა პირველივე ტაიმში მოაწყო. ერმოზოს, კალდენტეის, ოუჰაბისა და ოშოალას გოლებით კატალონიელები შესვენებაზე 3-ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

მე-2 ტაიმის პირველივე წუთზე ოშოალამ დუბლი გაიფორმა. თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კი, როდესაც “ბარსას” უკვე რიცხობრივი უპირატესობაც  ჰქონდა, იგივე ოუჰაბიმაც ჰააკეთა და “ბლაუგრანამ” 6-1 მოიგო.

3 ტურის შემდეგ, “ბარსელონა”, რომელსაც უკვე 16 გოლი აქვს გატანილი, “ატლეტიკოს” 1 ქულით უსწრებს და ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტიცაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Lasha71
    schedule 22 სექ 2019, 16:27
    #2

    1 ქულით რატომ უსწრებს? ვისთან ვერ მოიგო?

  • levanoza
    schedule 21 სექ 2019, 20:59
    #1

    Memento Gulnara Gabelia!!!