"ჟირონა" და "ბარსელონა" ამერიკაში ვერ ითამაშებენ
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, იანვარში, "ჟირონა" და "ბარსელონა" ერთმანეთში ესპანეთში ითამაშებენ და არა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
AP-ს ინფორმაციით, ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ ლა ლიგის, "ჟირონასა" და "ბარსელონას" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და თამაშის ამერიკაში ჩატარებაზე უარი განაცხადა.
წყაროს ცნობით, ლა ლიგამ ფედერაცია ვერ დაარწმუნა, რომ მატჩის შტატებში ჩატარება ესპანეთისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებში იქნებოდა მოქცეული. გარდა ამისა, ლა ლიგამ ვერც ის დაამტკიცა, რომ პრიმერას დანარჩენი 18 გუნდი არ დაზარალდებოდა.
აგვისტოში, ლა ლიგამ კომპანია Relevent Sports-თან თანამშრომლობა დაიწყო. თანამშრომლობის მიზანი ესპანური ფეხბურთის ამერიკაში პოპულარიზაციაა. მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად კი ლა ლიგის თამაშების ამერიკის კონტინენტზე გამართვა იყო მიჩნეული.
ცნობილია, რომ ლა ლიგამ, "ჟირონამ" და "ბარსელონამ" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალურად მიმართეს და მატჩის ამერიკაში ჩატარების ნებართვა ითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. ჯერ ფედერაციის, შემდეგ კი FIFA-ს ნებართვის გარეშე, ქვეყნის ჩემპიონატის საზღვარგარეთ ჩატარება დაუშვებელია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]