სუარესი: წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო, მესი წელს განსაკუთრებით მონდომებულია

სუარესი: წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო, მესი წელს განსაკუთრებით მონდომებულია

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა კატალონიურ RAC1-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა. 

"გუნდის შესაძლებლობები ყველაზე კარგად ჩემპიონთა ლიგაზე ჩანს, რადგან აქ საუკეთესო კლუბების და ფეხბურთელების წინააღმდეგ გიწევს თამაში. ეს დამატებითი მოტივაციაა იმისთვის, რომ თავს დასვენების საშუალება არ მისცე. 

რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია, როცა ტურნირს ზედიზედ სამჯერ შენი მთავარი კონკურენტი იგებს, იმიტომ, რომ ეს ისტორიული შედეგია. ახლა კი, ჩვენი მონდომების და მოტივაციის გათვალისწინებით, "ბარსელონასთვის" კარგი წელი უნდა გამოვიდეს. 

ჩემი აზრით, გუნდთან ერთად ლიონელ მესი, როგორც ფეხბურთელი, იმაზე მეტ ევროპულ ტიტულს იმსახურებს, ვიდრე აქვს. წინა სეზონის შედეგის მერე, ის განსაკუთრებით მოტივირებულია, გამარჯვების სურვილი აქვს და როგორც ყოველთვის, ლიდერის როლს იტვირთავს". - თქვა სუარესმა. 



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Real IsT
    სტუმარი [?]
    #5 5 სექტემბერი 2018 12:09
    0
    როგორც მსოფლიოზე იყო მონდომებული:DD
    Tazo_FCB
    სტუმარი [?]
    #4 5 სექტემბერი 2018 11:47
    5
    დავბრუნდი ძმებო...ორი სიტყვით ამ სატრანსფერო ბაზარზე და მომავალ სეზონზე...ვფიქრობ მშენიერი ტრანსფერები გაკეთდა,სკამი ძალიან ძლიერი გვყავს,ძირითადი შესაბამისად...თუმცა მარცხენა შემტევი არ იქნებოდა ურიგო,ხოლო მარცხენა მცველი საჭიროება იყო...ძირითადი სეედუმ უნდა დაიკავოს მარჯვნივ...მუნირი მოინდომებს ასე მგონია,ასევე რაფინია და დენისიც,პიკეს და უმტოს კაი შემცვლელები ჰყავთ,მალკომი კარგი ჩანს,არტურს ჯერ დრო უნდა და პოტენციალი აქვს,ვიდალი კიდე ძაან კლასსნი როა და თავის სიტყვას იტყვის ორი აზრი არაა...პოგბაზე არც ვოცნებობდი,პიანიჩი მინდოდა მარა ზამთარსჰი ან იმ ზაპხულს პოგბაც რო მოვიდეს რასაკვირველია კარგი იქნება,დეიონგი აუცილეებლად,და სანამ დელიგტი წაგვართვეს ეგეც,სუას მომავალ წელს ძაან ძლიერი ზამენა უნდა,რო მერე ძირითადი დაიწყოს...მომავალში დავაწინაურებდი რიკი პუჩს დზააან მაგარიი ბიჭIა და ინის მგონია რო ეგ შეცვლის თუ წაუვიდა კარიერა...dembele dzaaan magari bichia daa aiwyvets malee,daglejs ai naxavt...მოკლედ დღესდღეისობით რესურსი არი,კარგი გუნდი გვყავს,მოტივაცია ჩვენ უნდა გვქონდეს ყველაზე მეტი და უნდა დაიდოს რა ლიგა,,,იმ ტრანსფერების მერე ზედიზედ მეორეზე ფიქრიც შეიძლება...ვალიკო მე თუ მკითხავთ ძააან ჭკვიანი მწვრთნელია და ვაცადოთ,მგონი დაამტკიცებს თავისას, 4-3-3 დაიწყო როგორც ასეთი და ალბათ გეგმები აქ კიდე მშვენიერი....ყველაფერი კარგადაა ჯერ და იმედია ვიზეიმებთ სეზონის ბოლოს...ვისკა ბარსა
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #3 5 სექტემბერი 2018 11:34
    1
    აბა რაა. წელს თან სკამი კარგი გვყავს. კოუტინიოც დაგვეხმარება და მოვიგებთ ლიგას
    lurjibroweuli
    სტუმარი [?]
    #2 5 სექტემბერი 2018 11:06
    4
    ეს ძალიან სასიხარულო და იმედისმომცემია, მაგრამ მარტო მესის მონდომება არ არის საკმარისი. ერთი კაცი ვერ მოიგებს ტიტულს, მარტო მესი არ გამოვარდნილა წინა წელს ლიგიდან, და შესაბამისად მარტო მესი არუნდა იყოს მონდომებული, მთელი გუნდი გამოვარდა და ყველამ ისე უნდა მოინდომოს როგორც მესიმ.
    donandresiniesta8
    სტუმარი [?]
    #1 5 სექტემბერი 2018 11:05
    4
    სუსტ გუნდებთან ათამაშოს მალკომი,არტური,მუნირი და სხვებიც თორე როგორც წინა სეზონში გადაიწვება ხალხი. სუარეზმაც აღნიშნა რომასთან განმეორებითი მატჩის წინ ლეგანიესთან შეტევის ხაზი ოპტიმალური იყოო ...