“ბარსელონა” მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია, ხოლო თუ სოციალურ ქსელებს გავითვალისწინებთ – ყველაზე პოპულარული. ბუნებრივია, ასეთ კლუბს, მთელს პლანეტაზე უამრავი ვებგვერდი ეძღვნება.
გთავაზობთ მსოფლიოში “ბარსელონას” 10 ყველაზე პოპულარულ ვებგვერდს და სიამაყით ვაცხდებთ, რომ მათ შორის ჩვენი საიტიცაა.
პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, “ბარსას” ოფიციალური საიტია, რომელიც 6 ენაზეა წარმოდგენილი და რომელსაც თვეში 6 მილიონზე მეტი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.
მე-2 ადგილს, თვეში 4.3 მილიონი ვიზიტორით, პოლონური Fcbarca.com იკავებს.
მესამე პოზიციაზე ესპანური Fcbarcelonanoticias.com არის თვიური 2.33 მილიონი ვიზიტორით.
მე-4 ადგილს “ბარსელონას” ამერიკელი გულშემატკივრების ვებგვერდი Barcablaugranes.com იკავებს, რომელსაც თვეში 2.12 მილიონი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.
მე-5 პოზიციაზე დანიური Fcbarcelona.dk გავიდა თვიური 1.39 მილიონით.
მე-6 ადგილს კი ქართული Barcamania.ge იკავებს, რომელსაც თვეში 712 ათასი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.
“ბარსელონას” ყველაზე პოპულარული საიტების ათეული:
| # | საიტი | ქვეყანა | თვიური ვიზიტორი |
| 1 | fcbarcelona.com | გლობალური | 6 262 000 |
| 2 | fcbarca.com | პოლონეთი | 4 300 000 |
| 3 | fcbarcelonanoticias.com | ესპანეთი | 2 330 000 |
| 4 | barcablaugranes.com | ამერიკა | 2 120 000 |
| 5 | fcbarcelona.dk | დანია | 1 390 000 |
| 6 | barcamania.ge | საქართველო | 712 240 |
| 7 | blaugrana.pl | პოლონეთი | 709 510 |
| 8 | barcaforum.com | დიდი ბრიტანეთი | 633 460 |
| 9 | barcanews.org | ირანი | 628 150 |
| 10 | barca.ru | რუსეთი | 396 860 |
ჩვენთვის საამაყოდ, თუ “ბარსელონას” ოფიციალურ საიტს ენების მიხედვით დავყოფთ, გამოვა, რომ Barcamania-ს მხოლოდ ინგლისური (3.54 მილიონი) და ესპანური (1.63 მილიონი) საიტები უსწრებს, ხოლო კატალონიური (609 ათასი), ფრანგული (339 ათასი) და იაპონური (144 ათასი) საიტები ჩამორჩება.
თვიური ვიზიტორების გარდა, ჩვენი საიტი მოწინავეთა შორისაა სხვა მაჩვენებლებშიც. ერთ-ერთი მათგანია ე.წ. Direct Traffic, რაც განსაზღვრავს იმას, თუ ვიზიტორთა რამდენი პროცენტი შემოდის საიტზე თავისით, ფეისბუქის, საძიებო სისტემებისა და რეკლამების გარეშე. ანუ, შეგვიძლია ამ მონაცემით საიტის პოპულარობა გავზომოთ. რეიტინგით საუკეთესო ათეულში შემავალ საიტებს შორის, ამ მაჩვენებლით, Barcamania.ge მე-4 ადგილს იკავებს Barcanews.org-ის, Fcbarca.com-ისა და Barca.ru-ს შემდეგ. სამივე ამ საიტის მაჩვენებელი 90%-ს ცოტათი აღემატება, ჩვენი საიტზე კი, მომხმარებლების 88.07% თავისით შემოდის.
არის მაჩვენებელი, სადაც Barcamania.ge სულაც მეორე ადგილზეა. საუბარი გვაქვს Bounce Rate-ზე. ეს მაჩვენებელი ზომავს, თუ რამდენმა პროცენტს დატოვა საიტი იმ გვერდიდანვე, რა გვერდზეც თავდაპირველად შემოვიდა, ანუ, რამდენ პროცენტს არ მოეწონა საიტი. მიღებულია, რომ 26-დან 40%-მდე Bounce Rate ძალიან კარგი შედეგია, 41-დან 55%-მდე – საშუალო, 56-დან 70-მდე საშუალოზე ცუდი, ხოლო 70%-ზე ზემოთ – ცუდი. “ბარსელონას” ყველაზე პოპულარული 10 საიტიდან უმრავლესობა კარგ და საშუალო შედეგს აჩვენებს, მაგრამ არსებობს 2 გამონაკლისი – Barcaforum.com-ის Bounce Rate 7.21% არის, ხოლო Barcamania.ge-სი 18.54%. ეს ნიშნავს, რომ ამ საიტების ვიზიტორები ვებგვერდით განსაკუთრებით კმაყოფილები რჩებიან და სხვა გვერდებსაც ათვალიერებენ.
არსებობს კიდევ 2 მნიშვნელოვანი მონაცემი – საშუალოდ რამდენ წუთს ატარებს მომხმარებელი საიტზე და რამდენ გვერდს ათვალიერებს. გატარებული წუთების რეკორდი (6 წუთი და 18 წამი) Barcaforum.com-ს აქვს. შემდეგ მოდიან Fcbarca.com (5 წუთი და 21 წამი), Barca.ru (5 წუთი და 4 წამი) და Barcamania.ge (4 წუთი და 24 წამი). მომხმარებლის მიერ ერთი ვიზიტისას დათვალიერებული გვერდების საშუალო რაოდენობაშიც Barcaforum.com ლიდერობს 8.72 გვერდით, რომელსაც Barca.ru (3.70) და Barcamania.ge (3.55) მოსდევს.
შენიშვნა: მონაცემები მოცემულია ვებგვერდების სტატისტიკის მწარმოებელი ცნობილი პლატფორმის, Similarweb.com-ის მიხედვით და მოიცავს 2019 წლის ივლისის სტატისტიკას.
ბარსამანიას ადმინებო გირჩევთ დაამატოთ გამოკითხვები საიტზე 🙂 ადრე იყო მახსოვს და ახლაც კარგი იქნებოდა. მაგალითად გვსურს თუ არა ნეიმარის მოსვლა ან დემბელეს წასვლა და ასე შემდეგ
მე 6 ადგილი? ვაუ
ჩვენ იმდენად ვართ დამოკიდებული ონლაინ სამყაროზე რო არაა გასაკვირი საერთოდ…იგივეს გახსენება შემიძლია ზაზა ფაჩულიას ოლ სტარზე…. სადაც ზაზა ხუთეულში მოხვდა ონლაინ ხმებით…. ალბათ ეს განაპირობებს ამ საიტის მოხვედრას ამ ათეულში…. რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია ჩემთვის…წარმატებები საიტის ადმინისტრაციას… და ბარსელონას…. ⚽⚽⚽
მარად გამიკვირდა და დაუჯერებელი ამბავია, მთელ მსოფლიოში ბარსა უსაზღვროთ უყვართ საქართველომ კი აქტიურობით მე-6 გავიდა საღოლ, წარმატებები ეს სიახლე ყველასთვის საამაყო და მოტივაციის მომმატებელია
ჩემი წვლილი რამდენია?))) დღეში მინიმუმ 20-ჯერ შევდივარ))
ეს პოლონელები რამ გადარის მარა მაინც მაგარია მერე გამოვლიან მადრიდისტები და იტყვიან ჩვენ უფრო მეტი ვართო ტიპებს ყანამადრიდიზე უკეთესი საიტი არ აქვთ ნახევარ სტატიებს კიდე ფანტაზიებით წერენ. მილიონზე უნდა ავიდეთ მალე
კარგი საიტია ჩვენი ქართულ სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული. . 2008 წლიდან მგონი აქ ვარ. ერთი კია რომ ადრე უფრო მაგარი აქტიურობა იყო ხოლმე. ნეტა ჯამში სულ რამდენი გამომწერი ყავს საიტს საინტერესოა. იუთუბ გვერდიც თუ დაემატება მაგარი იქნება.
თითოეულს გილოცავთ ამ საამაყო ფაქტს ნამდვილად არ ველოდი საღოლ
მაგარიააა მე მარტო შევდივარ ერთი 500 -600 ალბათ თვეში 😀
გაიხარე ❣
როგორ არ აქვს ჰალა მადრიდი დდ
მეათედია ამის?? :დდდ მეასედი უფრო
ვა ვა ვააა მე-6 ადგილი საღოლ საღოლ
ვაააა ყოჩაღ ძმაო ჩვენ
Nei mand ardarcheba shansi araa da shenarchunebaze kiara rac sheidzlea male gayidian ro shemcvleli iyidon
ხო მაგრამ ყიდვა ასეთი მარტივია? მითუმეტეს ერთი კვირა რჩება დახურვამდე და ასე მარტივად შემცვლელს საიდან მოიყვანენ? მე ვფიქრობ მცირე შანსი გვაქვს გაფორმების მაგრამ ვნახოთ მაინც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
საიდან ხვდებით რო ნეიმარი გავუფორმეთ? ყველა გავლენიანი ჟურნალი ამბობს რო არ იქნება მარტივი მოლაპარაკებებიო და რაპონტში გავიფორმეთ უკვე ? მითუმეტეს პესეჟეს ორი ლიდერი გამოაკლდა ეხლა როგორ გაუშვებენ ასე მარტოვად ,მე მაინც მგონია რო წელს არსად არ გადავა .
უეჭველი???
ბრავო ბიჭებოო გილოცააავთ!!! ასე გააგრძელეეთ🙏🙏🙏 ნეტა ამის მეათედი საიტი რეალს ჰქონდეს🙄🙄🙄🙄🙄
ის რატო არ დაპოსტეთ ნეიმარის ტრანსფერი რომ დასრულდა და გაოფიციალურებაღა დარჩა ??? და მაილზე როგორ გამოგიგზავნოთ მწერლობისთვის პასუხები???
დახვეწეთ რა უფრო კიდე
სექტემბრამდეც დაგვაცადეთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
აქამდე გარკვეული ფაქტორები გვიშლიდა ხელს
ეგეც გამოსწორდება სექტემბრიდან
გრამატიკას ვინ ჩივის, ზოგჟერ 1-2 დღის დაგვიანებით ბეჭდავთ სიახლეს. მემგონი ამ საიტის დაარსების დღედან დღე არ გასულა რომ არ შემოვსულიყავი. უბრალოდ მეტი ყურადღებაა საჭირო, გოალ.ჯი არ უნდა გვასწრებდეს ბარსელონაზე სიახლეების დაბეჭვდას.
ხოდა ასეთი რეიტინგული საიტია თუა უფრო გამოასწორეთ, მწერლების ხშირად უშვებენ შეცდომებს. გრამატიკულს..
დახვეწეთ რა უფრო კიდე