ფილიპე კოუტინიო “ბაიერნში” ლეგენდარული ნომრით ითამაშებს

ფილიპე კოუტინიო “ბაიერნში” ლეგენდარული ნომრით ითამაშებს

ფილიპე კოუტინიოს “ბაიერნთან” კონტრაქტი ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებია, თუმცა გერმანელებმა ტრანსფერი ისედაც დაადასტურეს. 

სამედიცინო შემოწმების გავლამდე მიუნხენურ გუნდში ბრაზილიელის მაისურის ნომერიც ცნობილი ხდება – კოუტინიოს ამ ზაფხულში “რეკორდმაისტერის” შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო საკმაოდ ფართო არჩევანი ჰქონდა (7, 10, 11). Adidas-ის მიერ გამოქვეყნებული (შემდეგ კი მალევე წაშლილი) ფოტოდან ვიგებთ, რომ ფილიპე “ბარსელონაში” აღებულ 7 ნომერს არ დაიტოვებს და “ბაიერნის” ათიანი იქნება. 

გერმანიის ყველაზე ტიტულიან გუნდში ამ ნომრით არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი თამაშობდა, მათ შორის ული ჰიონესი, ლოთარ მათეუსი და ბოლოს არიენ რობენი. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • Greengreen
    19 აგვ 2019, 13:50

    წარმატებებს ვუსურვებ! გაემართლებინოს ეგ ნომერი heart_eyes

  • Team barca
    19 აგვ 2019, 10:00

    ამ ბიჭზე მაგრად მწყდება გული
    მაგრად მინდა გამოავლინოს მისი ნიჭი პირღია დატოვოს ვალვერდე და ბართომეუ ასე რო მოექცნენ

  • Griezmann(17)
    19 აგვ 2019, 09:04

    სანანებელი გაუხდებათ ამის წასვლა! მაგრამ როცა იდიოტები უდგანან სათავეში რაგვეთქმის… კოუ ბაიერნში გაიბრწყინება თუ დააყენეს თავის პოზიციაზე აი მაშინ კი გაედება ბართომეუს! არასწორებიიი!!!

  • CuleTillIDie
    19 აგვ 2019, 04:47

    როგორ მინდა რო ჩემპიონთა ლიგაზე შეგვხვდეს ბაიერნი და კოუმ თავის სტილში შეაგდოს ლონგშოთი შიგ ვალვერდე-ბართრომეუში

  • dima359
    19 აგვ 2019, 02:34

    ციტატა: გვარდიოლა

    ციტატა: Geroge Jussie
    ეჰ რა დრო დადგა რომ ბარსაში კოუს ნაირ ფეხბურთელს დემბელეს ამჯობინებენ 🙈🙈🙈😥😥😪


    შენ ეგა თქვიი☹☹ უნიჭო იუნტელექტო სლემბელე კოუს როგორ უნდა ამჯობინო


    ბარსას თამაშებს უყურებთ საერთოდ?? რა გააკეთა კოუტინიომ ბარსას მაისურით ისეთი რომ დემბელეს ამჯობინო? ორივე ოროსანი გახდა მას მერე რაც მოვიდა და აქამდეც გაუშვებდნენ მაგხელა ფული რომ არ გადაეხადათ თავის დროზე. უბრალოდ დემბელე ახალგაზრდაა და კიდევ შეიძლება დიდი პროგრესი განიცადოს. კოუტინიოს კარიერის-სათამაშო ფორმის მწვერვალი ლივერპულში იყო და მას შემდეგ უკან მიექანება

  • გვარდიოლა
    19 აგვ 2019, 01:18

    ციტატა: Geroge Jussie
    ეჰ რა დრო დადგა რომ ბარსაში კოუს ნაირ ფეხბურთელს დემბელეს ამჯობინებენ 🙈🙈🙈😥😥😪


    შენ ეგა თქვიი☹☹ უნიჭო იუნტელექტო სლემბელე კოუს როგორ უნდა ამჯობინო

  • MisterD
    19 აგვ 2019, 00:15

    ლიგის ფინალში შეხვედროდეს ბარსას და ჰეტრიკი გაეფორმებინოს <3

  • Geroge Jussie
    18 აგვ 2019, 23:54

    ეჰ რა დრო დადგა რომ ბარსაში კოუს ნაირ ფეხბურთელს დემბელეს ამჯობინებენ 🙈🙈🙈😥😥😪

  • barca`barca
    18 აგვ 2019, 23:46

    წარმატებები