ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ოვიედოსთან შეხვედრის წინ

ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ოვიედოსთან შეხვედრის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში “ოვიედოსთან” სტუმრად დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

“ოვიედო” გაბედული გუნდია, რომელიც ყოველთვის წინ მიიწევს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი “ბარსა” და თითოეულ თამაშში ინტენსივობაა. ბოლო 3 მატჩში კარგად ვითამაშეთ. ვარჯიშებზე თავდაჯერებულობა იზრდება. ასე უნდა გავაგრძელოთ.

გავის წინ ხანგრძლივი კარიერა აქვს და ეს უნდა გვახსოვდეს. ის გულიანი მოთამაშეა, რომელიც ფეხბურთის ვნებით ცხოვრობს. მის დაბრუნებას მოუთმენლად ველით. გავის ყველა ჩვენგანის მხარდაჭერა აქვს.

ლამინ იამალი დაბრუნებასთან ახლოსაა. ის კარგ ფორმაშია.

იამალისთვის “ოქრის ბურთის” დაჯილდოებაზე მე-2 ადგილის დაკავება მოტივაციაა და ის ამას პოზიტიურად აღიქვამს. ლამინს “ოქროს ბურთის” მოგების შანსები ექნება.

პედრი ახლა საოცარ დონეზე იმყოფება. ასევე დე იონგიც.

ბევრს ნიშნავს, როცა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც პოლ სქოულზი იყო, პედრის აქებს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ფრენკისთან ერთად საოცარ დონეზეა. ხარისხი, რასაც ვარჯიშებზე ვხედავ, ძალიან მახარებს.

ბალდე ხვალ განაცხადში არ იქნება. ველით, რომ ის “რეალ სოსიედადთან” დაბრუნდება.

პედრის მე-11 ადგილი “ოქროს ბურთის” გათამაშებაში? ამაზე კამათი შეიძლება. შესაძლოა, ყურადღება უფრო თავდამსხმელებზეა გამახვილებული. თუმცა, როდესაც პოლ სქოულზის დონის მოთამაშე პედრის აქებს, ბევრს ნიშნავს. ის შესანიშნავი ნახევარმცველი იყო და იცის, რას ამბობს.

მარკ ბერნალთან დაკავშირებით გარისკვა არ გვინდა. არ ვფიქრობდით, რომ მისი “ნიუკასლთან” თამაში სწორი იქნებოდა. რა თქმა უნდა, არც “ხეტაფეს” წინააღმდეგ. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ.

“რეალ მადრიდმა” ძალიან კარგად დაიწყო. შესაძლოა, წელს ლა ლიგის მოგება გასულ სეზონთან შედარებით უფრო რთულია, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.

სოციალური ქსელებისგან შორს ვარ, მაგრამ “ბარსას” ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია ნახოს, რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა დე იონგი, რომელიც ძალიან გვეხმარება. კლუბში საპირისპიროს არავინ ფიქრობს.

თუ ვინმეს შეუძლია, ასეთ რთულ სიტუაციას გაუმკლავდეს და წარმატებით დაძლიოს, ეს გავია.

“ოქროს ბურთის” ცერემონიის გამოცდილება? გულწრფელად რომ ვთქვა, ასეთი ღონისძიებების დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ეს ჩემი სამსახურის ნაწილია. დაჯილდოებას ამიტომ დავესწარი. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ისეთ შესანიშნავ ფეხბურთელებს, როგორებიც ლოთარ მათეუსი და სხვები არიან. მათ ჩვენი გუნდის მიმართ აღფრთოვანება გამოხატეს, რაც ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია. ჩვენი საქმისადმი ნდობა აუცილებელია. ჩემი გუნდით ვამაყობ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    25 სექ 2025, 05:41

    მიდი ჰანს მიდი უნდა მოხოდო ყველა

  • me da barca
    25 სექ 2025, 00:01

    ჰანს, წელსაც თუ გადაკუზავ რეალს და გაგვახარებ, შენ იქნები უჯიგრესი მწვრთნელი.

  • Barca
    24 სექ 2025, 21:37

    ციტატა: walker599
    ისე ხალხო დააკვირდიიით, რაც ტიაგო მოვიდა მას მერე გუნდი ვაფშე შეიცვალა განსაკუთრებით ფრენკი და პედრი, რასიტყვით ტიაგოს ხელი დაეტყოთ თუ უბრალოდ ფორმაში შევდივართ


    ტიაგოს გამოა

  • walker599
    24 სექ 2025, 21:09

    ისე ხალხო დააკვირდიიით, რაც ტიაგო მოვიდა მას მერე გუნდი ვაფშე შეიცვალა განსაკუთრებით ფრენკი და პედრი, რასიტყვით ტიაგოს ხელი დაეტყოთ თუ უბრალოდ ფორმაში შევდივართ

  • Lasha Mamuladze
    24 სექ 2025, 20:08

    აუუუ რა მაგარი ტიპია ჰანსი რააა, ისეთი პასუხები აქ ეს რომ რსმეს გეტყვის კანიდან გამოძვრები და გააკეთებ…

  • vaiman . vamsdrane
    24 სექ 2025, 18:36

    ციტატა: alwaysculerr
    მარკ ბერნალთან დაკავშირებით გარისკვა არ გვინდა. არ ვფიქრობდით, რომ მისი "ნიუკასლთან" თამაში სწორი იქნებოდა. რა თქმა უნდა, არც "ხეტაფეს" წინააღმდეგ.

    აქ რა თესლად უკბინა ბორდალასს😂😂❤️


    არამარტო, ბევრ ტრაილერის "შოფერს"

  • alwaysculerr
    24 სექ 2025, 17:11

    მარკ ბერნალთან დაკავშირებით გარისკვა არ გვინდა. არ ვფიქრობდით, რომ მისი "ნიუკასლთან" თამაში სწორი იქნებოდა. რა თქმა უნდა, არც "ხეტაფეს" წინააღმდეგ.

    აქ რა თესლად უკბინა ბორდალასს😂😂❤️

  • nika 54
    24 სექ 2025, 16:54

    ნამდვილი პროფესიონალი, არც მწვადს წვავს არც შამფურს.