ლამინ იამალი, რომელიც რამდენიმე დღეში 18 წლის გახდება, უკვე “ბარსელონას” მთავარი ვარსკვლავია როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელი არა მხოლოდ კლუბის სიმბოლოდ იქცა, არამედ მისი პოპულარობა გლობალურ დონეზეც გაიზარდა – სარეკლამო კონტრაქტები, გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობები და ძვირადღირებული საჩუქრები ამის ნათელი მაგალითებია.
ძვირფასეულობა 17 წლის ვარსკვლავისთვის
ბოლო ცნობებით, იამალი ნიუ-იორკში ძვირადღირებული სამკაულით დააჯილდოვა ცნობილი დომინიკელმა მომღერალმა El Alfa-მ, რომელმაც იგი “მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად” მოიხსენია.
-
სამკაულის ღირებულება: $400,000 (~€342,000);
-
მახასიათებლები: ბრილიანტებითა და ძვირფასი ქვით გაწყობილი ყელსაბამი, რომელზეც მოთამაშის ინიციალებია გამოსახული;
-
დიზაინერი: ვიქტორ როდრიგესი – “Tajia Diamonds”-ის დამფუძნებელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იუველირად ითვლება.
იამალის გლამურული ზაფხული
ლამინმა ზაფხულის არდადეგები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობით გაატარა:
-
ბალეარის კუნძულები;
-
ბრაზილია, სადაც რამდენიმე დღე თავისი კერპის – ნეიმარის ოჯახთან ერთად გაატარა;
-
შანხაი, სადაც Adidas-ის სარეკლამო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა;
-
და ბოლოს, ნიუ-იორკი, საჩუქრის მიღების ადგილი.
ხელფასის მკვეთრი ზრდა “ბარსელონაში”
ლამინს ფინანსური კეთილდღეობა მხოლოდ საჩუქრებით არ შემოიფარგლება. 18 წლის იუბილეზე (ეს კვირას არის), ის “ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რაც ითვალისწინებს:
-
კონტრაქტის ვადა: 2031 წლამდე;
-
მეტად ზრდადი ხელფასი: კონტრაქტის განმავლობაში გაიზრდება;
-
10 ნომერი: იამალი მოირგებს მესის ლეგენდარულ ნომერს – 10, რომელიც ანსუ ფატის წასვლის შემდეგ გათავისუფლდა.
“ბარსელონას” მომავალი – ლამინ იამალი
ლამინ იამალის პერსონაჟი დღეს უკვე არა მხოლოდ “ბარსელონას”, არამედ მსოფლიო ფეხბურთის მომავალს განასახიერებს. მისი გრანდიოზული პოტენციალი, პროფესიონალური მიდგომა და გარე მხარდაჭერა მიუთითებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია – როგორც მოედანზე, ისე კომერციულად.
უყვარს ორივეს ჯაჭვები და ბრჭყვიალა ნივთები
არ გავიფუჭონ ეს ბავშვი ნაადრევად, აგერ სექსის გაკვეთილებს 30 წლის მადამი ასწავლის და არ ჩაითრიონ ნეიმარივით გულაობაში, არ დაიკიდოს ფეხბურთი ფეხებზე, მითუმეტეს ნეიმართან უკვე ჩასულა საგულაოდ.
YOUNG, BLACK AND RICH
ერთს შეგისწორებ ტექსტში, EL ALFA რეგეტონის მომღერალია, საკმაოდ ცნობილი მსოფლიოში, უკვე დიდი ფულის პატრონიც და ბარსას ფანი, მისთვის ეს საჩუქარი არაფერი არაა! რაც შეეხება კრიმინალთან ურთიერთობას ყველა ლათინო ეგრეა რაღაც მომენტში! ANUEL, და ბევრი სხვა, ეს ნორმაა მათვის
ზოგადად ამ სტილის ცხოვრება კარგად არასდროს მოქმედებდა ფეხბურთელზე და ნუ რას იზამ აქვს ბავშვს მიდრეკილება და წაუნეიმარებს. ჯერ ადრეა ვნახოთ რო წამოიზრდება როგორი ხასიათი ექნება. როგორც ასეთი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვერ იქნება ტიპაჟურად მარა მაგის იქეთ როგორც მოთამაშე უძლიერესია და იმედია ქვას ქვაზე არ დატოვებს მრავალი წელი მოწინააღმდეგეებისგან. რაც შეეხება რეპერის საჩუქარს მანძილის გამო ცოტა ნაკლებად სავარაუდოა მაგრამ ადრე წარმატებულ ხალხს ცოტა მოკრიმინალურო პროდუსერები ან რეპერები საჩუქრებით საკუთარ ბიზნესებში წილების ჩადებას აიძულებდნენ ან იტყუებდნენ შემდეგ კი ნელ ნელა კონტროლზე გადადიოდნენ ამ ადამიანების. ის პროსტა მაგიტო არ აჩუქებდა მაგხელა ფასიანს იქნება რამე სხვა გარიგებაც მარა 21 ე საუკუნეა მთლად კინოს სცენარით და დიდდის ტიპაჟით ვერ იზამს მარა ნუ დაშვების დონეზე რაღაც ეგ მიმართულება მგონია. მოკლედ ამ ეტაპისთვის ჩემთვის იამალი ცოტა ცუდ წრეებში მოძრაობს. ასევე მეგობრებო მე ფბზე კომენტარების წერა არ მიყვარს და ნერვები მეშლება ხოლმე რაღაც პოზიციები რომ შეიცვალა ბარსა რეალის ფანების დამოკიდებულებებს შორის. მთელი ამ მესი რონალდოს ეპოქეის დროს აქეთა ფლანგი იმაზე ვიშლებოდით რომ რონალდო ზედმეტს ტლიკინებდა და თავის თავის ქება უყვარდა. თავში ავარდნილის იმიჯით იყო ცნობილი, როცა გეუბნებიან ასეთი არ უნდა იყოს ფეხბურთელიო (იამალზე) რამდენს ლაპარაკობსო, გაუხსენეთ რონალდო პატარაობიდან. ახლა აღარ მოწონთ სააკაშვილი? მაგაზე გეტყვიან ჯერ მიაღწიოს რონალდოს დონეს და მერე ილაპარაკოსო. არც რონალდო იყო ასეთი 20 წლის წინ მარა მე ვარ ისტორიაში საუკეთესოო ღლაპობიდან იძახოდა :დ ხოდა აირჩიეთ. ან მოგწონთ ადამიანი რო თავდაჯერბეულია და ასეთ განცხადებებს აკეთებს ან არა. იმის მიხედვით არ უნდა წყვეტდეთ შენიანიანია თუ არა. მაგალითად თოფურიას კბილებით რომ ვიცავთ და მერე ვინმე რომ იტყვის უცხოელ მაგალითად: ვფიქრობ მერაბი ძლიერი მებრძოლია და საინტერესო ჩხუბი გვექნება, მჯერა რომ მოგება შემიძლია. აი ასეთ აგნცხადებაზე რო დავაფარებთ დედას ვინც არ უნდა იყოს და რასქვიაა გგონია შენი ასე შენი ისეე, ვის უბედავო. ჯერერთი აბა რა უნდა თქვას სპორტსმენმა? ჩავიკუკებ შიშისგანო? წავაგებო? მერე კიდე ეგ რა არი იმასთან შედარებით რასაც ილია აკეთებს და ამბობს ხოლმე. არ გეგონოთ მე ილიას საუბრბეი არ მომწონს პირიქით მაგრად მევასება და ძაან სწორსაც შვება და ეგ რო ამბობს და ასრულებს ეგრე ვერავინ იზამს და უმაგრესი ტიპია. უბრალოდ როგორც ჩვენიანის საქციელი მოგწონთ ისე უნდა მოგეწონოთ უცხოსიც. და როგორც ვიღაცას არ მოწონდა რონალდოს ენის ტლიკინი, ისე არ უნდა მოწონდეს ბარსელონას ფეხბურთელის ენის ტლიკინი. მე მაგალითად საერთოდ არ მაღიზიანებდა არც რონალდოს თავდაჯერებულობა და არც იამალის საუბრები. კი მირჩევნია მესისავეთ თავმბდაბალი და საქმეში სხვების ათმაგად ჩამხევი(ანუ სრული პაკეტი) იყოს ფეხბურთელი ან სპორტსმენი მარა არაუშავს. ყველა ერთნაირი რო იყოს შოუ არ დაიდგმებოდა ვერ გავერთობოდით და უინტერესო იქნებოდა.
სტაბილური იყოს რაც მთავარია და ბარსელონას ლიდერი იქნება დიდი ხნის მანძილზე
ასე გააგრძელოს და ბარსას ლიდერი იქნება მრავალი წლის მანძილზე
ოქროს ბურთზე უნდა გაიწიოს. 30 გოლს და 20+ ასისტს ველოდები მინიმუმ.
მაგრად მაინტერესებს ამ სეზონში რასიზავს