MD: ლუკა დინს "ბარსელონას" დატოვება სურს

MD: ლუკა დინს "ბარსელონას" დატოვება სურს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" მარცხენა მცველს, ლუკა დინს, კატალონიური კლუბის დატოვება უნდა.

24 წლის ფეხბურთელი ჟორდი ალბას დუბლიორია. კატალონიური წყაროს ცნობით, ფრანგი ფლანგელი მიიჩნევს, რომ "ბარსელონაში" საკმარის სათამაშო დროს არ იღებს.

ლუკა დინს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება. ცნობილია, რომ მისი შეძენის სურვილს ტურინის "იუვენტუსი" გამოთქვამს.

დინმა გასულ სეზონში მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა და ის საფრანგეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    philippe couthino
    სტუმარი [?]
    #1 1 ივლისი 2018 23:53
    0
    გაუშვან დინი ტყუილათ ალპობს ბარცა სკამზე და ცოდოა