მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ქალთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ხენიფერ ერმოსო “ბარსელონაში” გადმოვიდა.
29 წლის ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. 2013-17 წლებში, ის “ბარსას” წევრი იყო, შემდეგ “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა, ბოლო სეზონი კი მადრიდის “ატლეტიკოში” გაატარა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 3 სეზონში ის საუკეთესო ბომბარდირი იყო.
“იქ დავბრუნდი, სადაც ძალიან გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება.
დაბრუნებით ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, ყველაფერი მოსალოდნელზე კარგად იქნება”. – ციტირებს ჯენის სიტყვებს Marca.
ძაან კარგი!👌👏
ეს ნეიმარის ქალური ვერსიაა?
ქალების მსოფლიოს ნახევარ ფინალს ვუყურებ ეხლა, რა მაგარი თამაშია, სულ შეტევები, კარგათაც თამაშობენ
დედა რა გამახერე გოგო
ამასობაში იუვე დე ლიხტის გაოფიციალურებამდე ორ ნაბიჯზეა. რაბიო წაიყვანეს და რემსიც მიაყოლა. ცუდი გუნდი არ შეიკვრება. ბართომ იყუროს ჰაერში