workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოქროს ბურთის ფინალისტები ცნობილია – ბარსას ქალთა გუნდს 4 წარმომადგენეილი ჰყავს

ოქროს ბურთის ფინალისტები ცნობილია – ბარსას ქალთა გუნდს 4 წარმომადგენეილი ჰყავს

ახლახანს, France Football-მა ქალთა ოქროს ბურთის რიგით მესამე გათამაშების ფინალისტები გამოავლინა. 

კანდიდატთა შორის “ბარსელონას” 4 მოთამაშეა. კატალონიურ კლუბს აქამდე საუკეთესოთა სამეულში წარმომადგენელი არ ჰყოლია, წელს კი, დიდი ალბათობით, მდგომარეობა შეიცვლება. 

ფინალისტების სრული სია ასეთია: 

ალექსია პუტელიასი (ესპანეთი), მაგდალენა ერიკსონი (შვედეთი), მარია-ანტუანეტ კატოტო (საფრანგეთი), სემ კერი (ავსტრალია), სტინა ბლაკსტენიუსი (შვედეთი), ვენდი რენარი (საფრანგეთი), სამანტა მიუისი (აშშ), პერნილ ჰარდერი (დანია), ვივიან მიედემა (ნიდერლანდები), სანდრა პანიოსი (ესპანეთი)ლიკე მარტენსი (ნიდერლანდები), ჯესი ფლემინგი (კანადა), ეშლი ლორენსი (კანადა), კრისტინ სინკლერი (კანადა), ელენ უაითი (ინგლისი), კრისტიანა ენდლერი (ჩილე), ხენიფერ ერმოსო (ესპანეთი), ფრენ კირბი (ინგლისი), კადიდიატუ დიანი (საფრანგეთი). 

ოქროს ბურთის პირველი გათამაშება 2018 წელს ნორვეგიელმა ადა ჰეგერბერგმა მოიგო, 2019-ში კი გამარჯვებული ამერიკელი მეგან რაპინო გახდა. 2020 წელს პრიზი პანდემიის გამო არ გათამაშებულა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 09 ოქტ 2021, 15:03
    #1

    ალბათ პუტელიასი მოიგებს.