გუშინ ესპანეთის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩში აზერბაიჯანს სტუმრად დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანელებმა 13-0 მოიგეს და მათ კონტინენტის პირველობაზე გასვლა ნაადრევად გაინაღდეს.
მატჩის გმირად “ბარსას” ქალათა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხენიფერ ერმოსო იქცა, რომელმაც თავი 5 გოლით გამოიჩინა. გუნდს გოლითა და ასისტით დაეხმარა მარიონა კალდენტეი, ხოლო პატრი გიხარომ და მაპი ლეონმა თითო საგოლე გადაცემა გააკეთეს.
გუშინდელი თამაშის შემდეგ ხენიფერ ერმოსო ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 30 წლის თავდამსხმელის აქტივში 82 თამაშში გატანილი 42 გოლია. მან “მილანის” 33 წლის შემტევს, ვერონიკა ბოკეტს აჯობა, რომელმაც 2005-2017 წლებში “ფურია როხაში” 56-ჯერ ითამაშა და 38-ჯერ გაიტანა.
ხენიფერ ერმოსოს ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის ჩატარებამდე მხოლოდ 9 შეხვედრა აშორებს. 90 თამაშით პირველ ადგილზე “ბარსელონას” კაპიტანი მარტა ტორეხონია, რომელმაც სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა. 82 თამაშით სამეულში შედის “ბარსას” ვიცე-კაპიტანი ალექსია პუტელიასიც.
და ნიღბებით რო გამოუშვათ კაცების გუნდში იცნობს ვინმე.
დავაყენოთ ბრაითვაიტის მაგივრად
კონტრაქტის გამო ვერ გაცვლიან არც გაცვლის პსჟ გიჟი კი არაა უფასოდ წაიყვანს თუ მესიც თანახმა იქნება მარა. ეს ხო ფონდი იავნანა როგორ შეიძლება მესი ლეგენდა გაყიდონ და გუნდი ამ კრიზისიდან ამოვიდეს.
ის დრო გამახსენდა ესპანეთის ნაკრები ნებისმიერს შუაზე რომ გლეჯდა❤️ მაშინაც ნაკრების უმეტესობა ბარსას ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული❤️ ანალოგიურადაა ქალთა ნაკრებში ახლა. ყოჩაღ გოგოებს!
თუ მესი მაინც მიდის და უსაშველოა მბაპეში გაცვალონ
აუფ გაჭირვებით მოუგიათ.