workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ-ს ახალი სპორტული დირექტორის პრიორიტეტი კოუტინიოს ტრანსფერია

პსჟ-ს ახალი სპორტული დირექტორის პრიორიტეტი კოუტინიოს ტრანსფერია

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი და ამჟამად სპორტული დირექტორი ლეონარდო “პარი სენ-ჟერმენში” ბრუნდება.

ESPN-ის ინფორმაციით, ლეონარდოს უპირველესი საზრუნავი “ბარსელონადან” ფილიპე კოუტინიოს შეძენა იქნება.

ლეონარდომ “მილანის” სპორტული დირექტორის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა და ის უბრუნდება გუნდს, სადაც მუშაობის პერიოდშიც არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. მაგალითად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტიაგუ სილვა, მარკო ვერატი და ხავიერ პასტორე.

ლეონარდოს გამოცდილება ცხადყოფს, რომ მას მნიშვნელოვანი ტრანსფერების განხორციელება შეუძლია. ამას ისიც ემატება, რომ ის და კოუტინიო თანამემამულეები არიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2019, 21:14
    #8

    ციტატა: Mishka
    რაიყოთ რანაირი ხალხი ხართ აზარის ტრანსფერი მაინც მოგვილოცეთ მადრიდისტებს


    გილოცავთ, ოღონდ ისკოს რითი ჯობია ეგ ვერ გავიგე. იყიდო აზარი და გაყიდო ისკო? რა ვიცი თქვენი საქმე თქვენ იცით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

  • barca`barca
    schedule 08 ივნ 2019, 18:08
    #7

    ციტატა: Mishka

    ციტატა: bua12

    ციტატა: Mishka
    რაიყოთ რანაირი ხალხი ხართ აზარის ტრანსფერი მაინც მოგვილოცეთ მადრიდისტებს


    გილოცავთ და სულ მშვიდობაში გიხმაროთ


    ჩვენ არა თქვენ გიხმართ კლასიკოებში


    ;დ კი კი აზარი გიშველით კლასიკოებში..რონალდო ვერ გშველოდათ და;დდდდდდდდდდდდდდ

  • gogoliko2927
    schedule 08 ივნ 2019, 17:33
    #6

    როდესაც კოუტინიო გყავს მის გაშვებაზე როგორ უნდა ფიქრობდე ჰა თავის დროზე ნეიც ვერ ამართლებდა მაგრამ მოიხოდა

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივნ 2019, 15:45
    #5

    100 მილიონი მოიტათ და წაიყვანეთ

  • I.S.
    schedule 08 ივნ 2019, 15:35
    #4

    ციტატა: Mishka
    რაიყოთ რანაირი ხალხი ხართ აზარის ტრანსფერი მაინც მოგვილოცეთ მადრიდისტებს


    გილოცავთ,congratulations, gratulieren,поздравляю!!!

  • Albicelecte
    schedule 08 ივნ 2019, 15:13
    #3

    ანუ ბრაზილიელებით გატენის პსჟ-ს
    სილვა,მარკინიოსი, დანი,ნეი… შემდეგ კოუტინიო და კიდევ იშოვის ვინმეს
    პრინციპში 2-3 კაცი რომ დაამატოს, უკვე სანტოსია ან კორინტიანსი

  • gurgenidze
    schedule 08 ივნ 2019, 14:54
    #2

    ციტატა: griezmannn
    ამხელა განსხვავება როგორ არის რეალის დდა ბარსას სატრანსფერო პოლიტიკაში ვერ ვხვდები რეალი 200 მილიონიან ტრანსფერს 100ად აგვარებს და ბოლო წლებია საერთოდ რეებს აკეთებენ წლის განმავლობაში ტრანსფერებით პლიუსებში გადიან და ლიგა 3ჯერ დადეს თან ახალგაზრდებს თრეულობენ და ძაან წარმატებული მომავალი ელოდებათ და ბარსა უკვე სიტის ნაირი გუნდი გახდა უაზრო ფასები უაზრო ფეხბურთელებში და შიდა შემპიონატის გარდა არანაირი წარმატება გუნდს რესურსი მაინც ქონდა ლა მასიის სახით და ეგეც საერთოდ გაქრა ესე ვიტყოდდი მე აღარ არსებობს. ჩვენ ვერაფერს შევხვლით მარა ადგილობრივები როგორ არ მოქმედებენ და როგორ უყურებენ ამ ყველაფერს ვერ ვხვდები გადააგდონ ეს მოჩვენებითი ბართომეუ ვითომ ბარსას წარმატება როუნდა ისეთი სახე რო უჭირავს ნაბიჭვარი


    რომელია 200იანი >? 😀 ართქვათ აზარიო არაა აარი მაგგხელა თანხიანი პლისუ უმთავრდებოდა კონრტრაქტი

  • geofcb
    schedule 08 ივნ 2019, 14:12
    #1

    ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი – და არა ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი.