წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 31 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
31 აგვისტოს “ბარსელონამ” 8 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1968 წელი
რამონ დე კარანსას ამხანაგური ტურნირის ნახევარფინალში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 2-1 დაამარცხა. გოლები ხუანიტომ და სალდუამ გაიტანეს.
1978 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფრანგი მცველი ფილიპ კრისტანვალი. 2001-2003 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 48 თამაში ჩაატარა.
1982 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ხოსე მანუელ რეინა. 2000-2002 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 51 თამაში ჩაატარა.
1997 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ხელბურთელი დიკა მემი.
1997 წელი
რივალდომ “ბარსელონას” მაისურით პირველი გოლები გაიტანა. “სოსიედადთან” 3-0 მოგებულ შეხვედრაში მან დუბლი გაიფორმა.
2008 წელი
პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის დროს “ბარსელონამ” ლა ლიგაში პირველი თამაში ჩაატარა და “ნუმანსიასთან” სტუმრად ანგარიშით 0-1 წააგო.
2009 წელი
“სპორტინგის” წინააღმდეგ კარლეს პუიოლმა ლა ლიგაში მე-300 თამაში ჩაატარა. იმავე შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბარსელონას” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
2019 წელი
“ოსასუნასთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში (2-2) 16 წლის ანსუ ფატი “ბარსელონას” ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა.
2024 წელი
მონჟუიკის ოლიმპიურ სტადიონზე ჰანსი ფლიკის “ბარსელონამ” ნამდვილი საფეხბურთო შოუ გამართა და “ვალიადოლიდი” 7-0 გაანადგურა. შეხვედრის მთავარი გმირი რაფინია გახდა, რომელმაც კარიერაში პირველი ჰეტ-ტრიკი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. დანარჩენი გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ, ჟიულ კუნდემ, დანი ოლმომ და ფერან ტორესმა გაიტანეს.
2026 წელი
ლა ლიგის მე-3 ტურში “რაიოსთან” 5-2 მოგებულ შეხვედრაში ლამინ იამალმა “ბარსელონას” მაისურით თავისი 50-ე გოლი გაიტანა.
ამავე მატჩში “ბარსელონას” პირველ გუნდში ჰამზა აბდელკარიმის დებიუტი შედგა.
მაგარი დღეა 31 აგვისტო
როდის მთავრდება ეს რუბრიკა, არ გასულა ერთი წელი? იმედია კრუგზე არ წავლენ.