workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია ბრწყინავს და ბარსელონას რეკორდს უახლოვდება

რაფინია ბრწყინავს და ბარსელონას რეკორდს უახლოვდება

რაფინია “ბარსელონას” ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგის სეზონის პირველ ოთხ ტურში გაიტანა გოლი. ბრაზილიელმა “ელჩესა” და “რაიო ვალეკანოსთან” დუბლები შეასრულა, “ბილბაოსა” და “ვალენსიას” კი თითო გოლი გაუტანა. ოთხი ტურის შემდეგ მის ანგარიშზე 6 ბურთია.

ლა ლიგის საწყის ოთხივე ტურში გოლი ლადისლაო კუბალას (1953/54), კაიეტანო რესა (1964/65) და სესკ ფაბრეგასსაც (2011/12) ჰქონდათ გატანილი. კიდევ უფრო ხანგრძლივი სერიით სესარ როდრიგესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოირჩნენ – მათ, შესაბამისად, 1950/51 და 2009/10 სეზონების საწყის ხუთე ტურში გაიტანეს. სესარმა ამ შეხვედრებში 8 გოლი შეაგდო.

ლიონელ მესიმ 2011/12 და 2012/13 სეზონების პირველ ოთხ შეხვედრაში გაიტანა, თუმცა ეს მატჩები სხვადასხვა ტურნირზე ჩატარდა. ორივე შემთხვევაში სერიაში “რეალ მადრიდთან” ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრებიც შედიოდა.

რაფინიას შემდეგი გამოწვევა “ფეიენოორდთან” მატჩია, რომელიც 9 სექტემბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება. გოლის გატანის შემთხვევაში ბრაზილიელი “ბარსელონას” პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელიც სხვადასხვა ტურნირზე ჩატარებულ, სეზონის საწყის ხუთივე მატჩში გაიტანს.

ლა ლიგაზე კი რაფინიას სესარისა და იბრაჰიმოვიჩის შედეგის გამეორება “ლევანტესთან” შეეძლება. შეხვედრა 13 სექტემბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე, სტუმრად გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 09 სექ 2026, 17:34
    #8

    ანუ ფეინოორდთან თუ გაიტანს არ ჩაითვლება მსგ რეკორდში.

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    schedule 08 სექ 2026, 04:36
    #6

    ბიჭო განა რამეა პროსტა რა არაფერი სხვა უბრალოდ რომ მახსოვს ბრაზილიელები ronaldo rivaldo ronaldinho kaka neymar robinho ალექსანდრე პატო ხო სულ სხვა კლასი იყო, აი რაფინია ვგეგონება რაც არ უნდა ქნას მაინც რაფინია დარჩება რა 🤣 საერთოდ არ ვაკნინებ არაფერი ისე მაგარი მებრძოლი ბიჭი აღმოჩნდა რა მეგონა რომ პირველივე სეზონი 2 სეზონში ამ ეს 3 სეზონი ბიჭო და ტიპი უმატებს და უმატებს რა აშკარად მაგარი ჯიუტია საღოლ მაინც რომ ეს ხასიათი აღმოაჩნდა ჩემთვის ყოველთვის აუცაიდერი იყო და ტიპი აგერ კაპიტნა დაგვინიშნეს ჩემი კაი მაგის ვარსკვლავზე უსვრია მამამისს 🫪🤣

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladze გულშემატკივარი
      schedule 08 სექ 2026, 11:17
      #7

      მთლად ეგრეც არ არი რა, ბრაზილიელია და რაღაც ნიშა ბრაზილიური ეტყობოდა, რომ ქონდა უბრალოდ ვინც ჩამოთვალე მაგათ ფონზე არ დავაფასეთ და არც კი მოვიაზრებდი რაფინიას რაიმე ლიდერულ ასპექტში, თუმცა სწორ დროს სწორი კაცის ხელში აღმოჩნდა და გამოავლინა თავისი “სიჯიუტე” რა თქმა უნდა კარგინგაგებით, ისეთი ბრაზილიელია როგორიც მხოლოდ რაფინიააა მე ეხლა ძაან ძველი ბრაზილიელები არ მახსოვს, თუმცა ეჭვი მეპარება ბევრი ყოფილიყოს როგორიც რაფიკააა, რონალდინიოს ამის სიჯიუტის მესამედი რომ ქონოდა ფრხბურთი დახურული იქნებოდა დიდი ხნის წინ…მოკლედ რაფა როგორიც არი მოედანზე ეგ სტილი უფრო არგენტინელებს ახასიათებთ რაც ძალიან კარგია, ჩემთვის ტიპი დრაივთან ასოცირდება და უსაზღვრო ენერგიასთან ძაან გიჟია…💙❤️

  • Lasha Tchelidze
    Lasha Tchelidze გულშემატკივარი
    schedule 07 სექ 2026, 18:32
    #2

    როგორ კარგად დაიწყო ზლატანმა ბარსაში თამაში და ვერ დაიკიდა ტიპმა საკუთარი ეგო ცოტა ხნით მაინც, თორემ მაგ წელს როგორ ვერ უნდა მოგვეგო ლიგა🥲

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 07 სექ 2026, 17:17
    #1

    რაფა წელს ძალიან მაგარ დუხზეა თან სტრაიკერად უბერავს და იმ ქინძ კახპეს უნდა ჩაუდოს გლოტკაში იმ საუბრის გამო…დარწმუნებული ვარ რაფა შემდეგ გოლს კახპეს მიუძღვნის

    • Pet27Ree
      Pet27Ree ახალბედა
      schedule 07 სექ 2026, 18:33
      #3

      მაგასაც მოეკითხება არ ინერვიულო,26 ოქტომბერს მთლიანად მადრიდს ჩაუდებს მბაპეს თამადობით.

      • Lasha Mamuladze
        Lasha Mamuladze გულშემატკივარი
        schedule 07 სექ 2026, 18:39
        #4

        მერე გამოხტებიან ყანელები და იამალის პიროვნებაზე დაიწყებ ყივილს…

        • Pet27Ree
          Pet27Ree ახალბედა
          schedule 07 სექ 2026, 22:19
          #5

          ბელინგემი სულით ბო**ა მესის გაბრაზება ცადა და ბოლოს სამში გრძელი დააჭერინა მესიმ მაგ თამაშში,ვინისიუსზე და ცხოველ რუდიგერზე საუბარიც არ მაქვს.