19 წლის ეკვადორელი მარცხენა მცველის, დიეგო პალასიოსისთვის ბრძოლაში “ბარსელონა” მარტო არაა.
ეკვადორული “აუკასის” ფეხბურთელმა, რომელმაც გასული სეზონი ჰოლანდიურ “ვილემ II”-ში გაატარა, კატალონიური კლუბის ყურადღება მიიქცია. ესპანელებს სურთ, რომ ის “ბარსა ბ”-სთვის დაიმატონ, მაგრამ პირველ გუნდში თამაშის პერსპექტივით.
Sport-ის ცნობით, “ბარსას” კონკურენტები უკვე გამოუჩნდნენ – ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდები, “აიაქსი” და პსვ. მათი უპირატესობა ისაა, რომ ისინი პალასიოსს პირდაპირ პირველ გუნდში მოიაზრებენ.
ჭე კლასის იგროკი მოაშორეთ აქედან
იყიდონ და 2-3 წლით გაუშვან ან აიაქსში ან პსვ-ში. და თან გამართლების შემთხვევაში 15-20 მილიონიანი გამოსასყიდის უფლებით. დაჟე მეტიც შეიძლება. დავიჯერო ასე ძნელია ესეთი ჭკვიანური სვლების გაკეთება? ორივე გუნდი იხეირებს ბოლოს და ბოლოს…