სელტა-ბარსელონა - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

სელტა-ბარსელონა - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე აცხადებს, რომ "სელტასთან" ხვალ გასამართი მატჩისთვის ის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

"ხვალ ცვლილებები იქნება, რადგან გუნდს ეს სჭირდება. წინ მნიშვნელოვანი კვირა გველის. 3 დღის წინ ვითამაშეთ, კვირის ბოლოს კი თასის ფინალი გველის.

"რომასთან" მარცხი რთული გადასატანი იყო. "ვალენსიასთან" ასევე რთული თამაში გვქონდა. თუმცა, ჩემპიონატის მოგებას მივუახლოვდით.

"სელტა" საკუთარ მოედანზე თამაშობს და ყველამ კარგად იცის, რა მოხდა აქ შარშან. თუმცა, ხვალინდელ გამოწვევას დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით.

დაისენებს თუ არა მესი? შესაძლებელია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სანერვიულო არაა.

ცვლილებებს ანგარიშისა და ფეხბურთელის მიერ ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით ვაკეთებ. სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ცვლილებებს არ ვჩქარობ.

არის თუ არა პრიმერა უკვე მოგებული? როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "რომას" შევხვდით, ყველამ იფიქრა, რომ უკვე 1/2-ფინალში ვიყავით. იგივე შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ.

ინიესტას გამოთხოვება? დადასტურებული ჯერ არაფერია. არ ვიცი, რა მოხდება.

თამაშს ყოველთვის საუკეთესო თერთმეტეულით ვიწყებ. არის შემთხვევები, როდესაც ვფიქრობ, რომ ცვლილება საჭირო არაა.

ხვალ რთული თამაში გველის, პირველი ტიტულის მოგება კი მიმდინარე კვირაშივე შეგვიძლია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #6 17 აპრილი 2018 16:58
    0
    მიდი ვალო წელს დუბლი იყოს და მომავალ სეზონში ყველაფერი უნდა წამოხიკო.უეჭველი მოვუგებთ სელტას.ინიესტა არ წავა აი მჯერა რომ არ მიგვატოვებს.
    Culé [?]
    #5 17 აპრილი 2018 10:55
    0
    არავინ არ უნდა დაასვენოს!
    რომასთან რეები აკეთეს,ყოველთვის უნდა დაისაჯონ 90 წუთით!
    Culé [?]
    #4 17 აპრილი 2018 09:54
    0
    ისე ლაპარაკობს მიხვდა თავის შეცდომებს, სწორედ ეგაა კაი, მაგრამ ცუდი დროისაა. იმედია სევილიას მოვუგებთ რადგან ეს ფსიქოლოგიურად იქნება მნიშვნელოვამი გუნდისთვის, ხოლო თუ ვერ მოვიგეთ კოპა მერე ამან ნახიი ქნას.
    --------------------
    WE DID IT 6:1
    temo24
    სტუმარი [?]
    #3 17 აპრილი 2018 09:39
    0
    მესი სუარესი დაასვენე ვალო სევილიასთვის მოემზადნონ ის უფრო მნიშვნელოვანი თამაში იქნება და დღეს კიდე დემბელეს და კოუტინიოს მიეცი შანსი უფრო მეტად გაიხსნებიან
    Culé [?]
    #2 16 აპრილი 2018 21:09
    0
    მესი და სუა უნდა დაასვენე ასევე ინიესტა და ბუსკეცი ვნახოთ რა შეუძლია ჩვენ მეორე გუნდს
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 16 აპრილი 2018 20:27
    0
    მანამდდე უნდა გეფიქრა იმაზე რომ ფეხბურთელებს დასვენება უნდათ