კოპა დელ რეის ფინალის დეტალები

კოპა დელ რეის ფინალის დეტალები

"ბარსელონას", "სევილიას", მადრიდის "ატლეტიკოს" და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გუშინ ერთმანეთს შეხვდნენ და კოპა დელ რეის ფინალთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

გადაწყდა, რომ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გულშემატკივრებისთვის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება: "ბარსას" და "სევილიას" ქომაგებს ტრიბუნების 42%-42% დაეთმობათ, ანუ თითო გუნდის მხარე 23 850 ადგილს დაიკავებს. კატალონიელები ტრიბუნების სამხრეთ ნაწილს დაიკავებენ, ანდალუსიელები კი - ჩრდილოეთ ნაწილს. ბილეთების დარჩენილ ნაწილს, რომლის რაოდენობაც 11 155-ია, ფეხბურთის ფედერაცია გაყიდის. 

ბილეთების ფასი 45-დან 190 ევრომდე იქნება, რაც შარშანდელ ფინალთან შედარებით, 25%-ით ნაკლებია. 

მხარეებმა მატჩის დაწყების დროდ 21 აპრილის საღამო შეარჩიეს - თბილისის დროით 22 აპრილი, 00 საათი და 30 წუთი. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 23 თებერვალი 2018 17:48
    0
    ბარსელონა-სევილია არ იქნება ურიგო მატჩი
    simona
    სტუმარი [?]
    #1 23 თებერვალი 2018 14:39
    0
    ციტატა: me da barca
    ცოტა ადრე არ შეძლებიდა? 22:00 ან 23:00

    ფინალები სულ გვიან იმართება ხოლმე როგორც წესი