“მესი ახლოს იყო “ინტერში” გადასვლასთან”

“მესი ახლოს იყო “ინტერში” გადასვლასთან”

ყველასათვის კარგად ცნობილი საფეხბურთო აგენტი ერნესტო ბრონძეტი აცხადებს, რომ 2004 წელს ლიონელ მესი ნახევრად უკვე “ინტერში” იყო: “არგენტინელმა ბოლო წუთს გადაიფიქრა იტალიაში გადაბარგება და გააფორმა კონტრაქტი “ბლაუგრანასთან”. “ყველაფერი 2004 წელს მოხდა. მასიმო მორატი(“ინტერის” პრეზიდენტი) განცვიფრებული იყო მესის თამაშის სტილით. იგი ტელეფონით ესაუბრა ლეოსა და მის მამას და შეპირდა, რომ ხელფასი იმაზე 1 მილიონი ევროთი მეტი ექნებოდა, რასაც “ბარსაში” სთავაზობდნენ. მაგრამ მესიმ უარი განაცხადა და ხელი მოაწერა კონტრაქტს “ლურჯ-ბროწეულისფერებთან”, რადგანაც იგი თავს ვალდებულად თვლიდა, კარიერა “ბარსაში” გაეგრძელებინა, რადგანაც კატალონიელებმა იგი ფეხზე დააყენეს.(10 წლის მესის ჰორმონების დეფიციტი ჰქონდა, რაც უშლიდა ხელს ზრდის პროცესს). ლეომ უარი არ თქვა “ბარსელონაზე”. განაცხადა ბრონძეტიმ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი