workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მალკომი – “ლიონის” რისხვა

მალკომი – “ლიონის” რისხვა

“ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი, მალკომი საფრანგეთში იმის იმედით მიემგზავრება, რომ მეორე ტაიმში რამდენიმე წუთი მიეცემა. ახალგაზრდა ფეხბურთელს “ელ კლასიკოს” შემდეგ არ უთამაშია. 21 წლის ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში თავის პირველ სეზონს ატარებს და უკვე ისეთი გრანდების კარის აღება მოახერხა, როგორებიც “ინტერი” და “რეალი” არიან.

ფრანგულ მეტოქესთან დაპირისპირების გამოცდილება უსმან დემბელესაც აქვს. რაც შეეხება მალკომ ოლივეირას, მან “ბორდოში” გატარებული ორი სეზონის განმავლობაში “ლიონის” კარი 4-ჯერ აიღო. აღსანიშნავია, რომ ამ 4 გოლიდან 3 “ბარსელონას” 14-მა ნომერმა სწორედ იმავე არენაზე გაიტანა, რომელზეც ხვალ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი გაიმართება. 2016 წლის სექტემბერში მისმა გუნდმა მასპინძლები 3-1 დაამარცხა და მალკომმა პენალტი ზუსტად შეასრულა, 2017 წლის აგვისტოში კი დუბლიც შეასრულა ფრედ დასრულებულ მატჩში (3-3). მიუხედავად იმისა, რომ ვალვერდესთვის სათადარიგოთა სკამიდან მატჩის გაძლიერების უპირველეს ვარიანტად ფილიპე კოუტინიო მიაჩნია, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა თავისი შანსები მალკომსაც მიეცეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Truxilio
    schedule 19 თებ 2019, 09:16
    #6

    დარწმუნებული ვარ დემბელე მესი მალკო გამოვლენ .
    კოუტინიოო – დრეპსიაშია!?

  • Don_Andresito
    schedule 19 თებ 2019, 06:33
    #5

    saertod ar atamashebs pitalo. cou shemova 70 wutze. arada xandaxan zuatad es gvchirdeba da ara achrili cou an mdzori suaresi. an kide moseirne messi. amas sxva jini aq.

  • vegassi54
    schedule 18 თებ 2019, 23:14
    #4

    სასტარტოში არ დააყენებს მაგრამ იმედია ბოლო 20წუთს მაინც ათამაშებს.

  • M10 S9 D11
    schedule 18 თებ 2019, 21:35
    #3

    იმედია ათამაშებს ხვალე მალკომს

  • luka kule
    schedule 18 თებ 2019, 21:03
    #2

    მაგარი შედეგია

  • romani23
    schedule 18 თებ 2019, 21:01
    #1

    ძაან არასამართლიანად ექცევა ჩვენი ცხვიროვიჩი მალკომს.