"სოსიედადი"-"ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

"სოსიედადი"-"ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "სოსიედადთან” ხვალ გასამართი ძალიან რთული დაპირისპირების წინ, უშუალოდ თამაშის გარდა, სხვა საინტერესო საკითხებზეც ისაუბრა.

"სოსიედადთან" თამაში

"ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი ისტორია გვაქვს "ანოეტაზე" თამაშის. ამ სტადიონზე "ბარსელონა" საუკეთესო შედეგებს ვერ აჩვენებს, მაგრამ ამ გამოწვევას ვღებულობთ.

"სოსიედადის" მწვრთნელმა ზუსტად იცის, როგორ უნდა მოგვაყენოს ზიანი. ყველაფერი, რაც ადრე მომხდარა, წარსულია. კონცენტრირებულნი ხვალინდელ თამაშზე ვართ."

იერი მინა

"ამ ფეხბურთელს კლუბი დიდი ხნის განმავობაში აკვირდებოდა. მას კარგი ხასიათი აქვს და იმედი გვაქვს, ის კონკურენტუნარიანი იქნება და ადაპტაციას მალე გაივლის, რაც გუნდს წაადგება.

მინა უცხო ჩემპიონატში მოხვდა, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მას დავეხმაროთ.

გოლების აღნიშვნა ცეკვით? ჩემ ფეხბურთელებში რაც მომწონს, ეს გოლების გატანაა... ამის შემდეგ, ცოტათი გართობა ცუდი არასდროსაა.

მინა არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქე მცველებისთვისაც კი საფრთხეს წარმოადგენს. ის კარგად თამაშობს მე-2 სართულზე და საიმედოა დაცვაში.

მინა ჯერ ვარჯიშზე უნდა ვნახოთ. უნდა შევხედოთ, როგორ გაივლის ის ადაპტაციას. ეს მნიშვნელოვანია. მან დაგვიტოვა განცდა, რომ ყველაფერი შეუძლია.

დებიუტი? ჯერ არ ვიცი. ვნახოთ, როგორ იგრძნობს ფეხბურთელი თავს. მან ჯერ გუნდთან ერთად უნდა ივარჯიშოს. მინა ჩვენი თამაშის სტილს უნდა შეეჩვიოს და ვიცით, რომ მცველებისთვის ეს ადვილი არაა."

არდა თურანი

"არდა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რაც მას არაერთხელ დაუმტკიცებია. მიმდინარე სეზონში მას თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია. მას მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა იმის გამო, რომ ეს დრო ჩვენთან ერთად გაატარა.

უსმან დემბელე

"უსმან დემბელეს ტრავმა? არ შემიმჩნევია, რომ მას ბოლო მატჩებში რამე აწუხებდეს. მე საკუთარ ძალებში დარწმუნებულ ფეხბურთელს ვხედავ. "სელტასთან" თამაშის შემდეგ მას ვკითხე, რამე ხომ არ აწუხებდა, მაგრამ ის ნორმალურად ვარჯიშობს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    პავლე
    სტუმარი [?]
    #4 14 იანვარი 2018 22:33
    0
    გუნდი არის მაგარ ფორმაში, ყველა ფეხბურთელი მზადაა და ფორმაშია.რაც ვალვერდეს დამსახურებაა. რისი სოსიედადი ნებისმიერ გუნდს გადაუვლიან ოდნავ მოტივირებული რომც იყვნენ. ბარსა უძლიერესი გუნდი არის იყო და იქნება მსოფლიოში
    გურო ბარსა 2006
    სტუმარი [?]
    #3 14 იანვარი 2018 01:12
    0
    ციტატა: davidus2020
    მთელ საქართველოს ულოცავ ახალ წელს, გამართლება და გამარჯვება,ყველა ჩვენთაგანს! ბარსას ფანებს კიდევ ვუსურვებ ჩვენ საყვარელ კლუბს ბევრჯერ გავეხარებიეთ, ბევრი ტიტულები მოეგოს.

    გაიხარე ბრატვაა Visca barcelonaaaa
    Culé [?]
    #2 14 იანვარი 2018 01:03
    0
    მთელ საქართველოს ულოცავ ახალ წელს, გამართლება და გამარჯვება,ყველა ჩვენთაგანს! ბარსას ფანებს კიდევ ვუსურვებ ჩვენ საყვარელ კლუბს ბევრჯერ გავეხარებიეთ, ბევრი ტიტულები მოეგოს.
    Culé [?]
    #1 13 იანვარი 2018 22:46
    0
    მიდი ვალოდიაა სოსიედადდთანაც მოაგებინე გუნდს !!