AS-ის ცნობით, “ბარსელონასა” და “ესპანეთის” ნაკრების “ხერხემალი”, ჩავი ერნანდესი, 25 მარტს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მეასე მატჩს ჩაატარებს ნაკრების მაისურით. ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებისთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიძლება დროზე ადრე გაინაღდონ “ევრო 2012″–ზე ასპარეზობის უფლება.
“ლურჯ–ბროწეულისფერთა” ნახევარმცველს, მხოლოდ 3 ფეხბურთელი ასწრებს ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების მხრივ. ეს ფეხბურთელები არიან: “რეალის” ცოცხალი ლეგენდა და ამჟამად “შალკე 04″–ის თავდამსხმელი რაულ გონსალეს ბლანკო (102 მატჩი), მადრიდის “რეალის” კარის დარაჯი იკერ კასილიასი (116 მატჩი) და “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ანდონი სუბისარეტა (126 მატჩი).
ესპანეთის ნაკრები თამაშებს 25 და 29 მარტს გამართავს.