2017 წელი "ბარსელონასთვის"

2017 წელი "ბარსელონასთვის"

2017 წლის დასრულებამდე სულ ორი დღე დარჩა და უკვე ის დროა, როცა შეგვიძლია, განვლილი 12 თვე შევაჯამოთ. 

ეს წელი "ბარსელონასთვის", ალბათ, ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული იყო, იმედგაცრუებებით, მოულოდნელი გამართლებებით... 

რადგან საფეხბურთო სამყარო ამ სპორტის რამდენიმე გიგანტის (მათ შორის, საქართველოს) გარდა ყოფს სეზონებად, რომლებიც აგვისტოში ან სექტემბერში იწყება და გაზაფხულის ბოლოს მთავრდება, ახალი წელი კი ყველგან იანვარში დგება, წლის შეჯამება უნდა დავიწყოთ იმ დროიდან, როცა საკლუბო ჩემპიონატების პირველი ნახევარი უკვე დასრულებულია და ფეხბურთელები მეორე, გადამწყვეტი ნახევრისთვის ემზადებიან. 

მაშ ასე, 2016/17 წლების სეზონი, იანვარი. ლუის ენრიკეს "ბარსას" ლა ლიგაში ლიდერთან საკმაოდ სერიოზული ჩამორჩენა აქვს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასულია, კოპა დელ რეიზე კი, რომელსაც საბოლოოდ გამარჯვებით დაასრულებს, მეტ-ნაკლებად დამაჯერებლად მიიწევს წინ.

ახალი წელი კატალონიელებისთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. პირველი მატჩი ესპანეთის თასის 1/16 ფინალში გუნდმა ბილბაოს "ატლეტიკთან" წააგო, აგებდა პრიმერას მე-17 ტურშიც "ვილიარეალთან", მაგრამ "ბლაუგრანას" 90 წუთზე მხსნელად ლიონელ მესი მოევლინა, რომელმაც საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და კლუბი ზედიზედ ორი მარცხისგან იხსნა. 

ამის შემდეგ, "ბარსა", განსაკუთრებით კი სამხრეთ ამერიკელთა შემტევი ტრიო ფორმაში შევიდა ვითარება საგრძნობლად გამოსწორდა, მადრიდის "რეალთან" სატურნირო ცხრილში სხვაობა ოდნავ შემცირდა და თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, მაგრამ...

14 თებერვალი, პარიზი. კატალონიელები ვალენტინობას სიყვარულის ქალაქში კარგ განწყობაზე ხვდებოდნენ. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მათი მეტოქე არც ისე მრისხანე, თანაც უკვე კარგად ნაცნობი "პარი სენ-ჟერმენი" იყო. ძნელი სათქმელია, დაუშვა თუ არა შეცდომა ენრიკემ შემადგენლობის შერჩევაში, ან იქნებ უბრალოდ ფეხბურთელების ბრალი იყო, რომ სტუმრებმა უპირატესობის ხელში აღება ვერ შეძლეს, მეტოქის კარს ფაქტიურად ვერ უტევდნენ და პირველივე ტაიმში ორი გოლი მიიღეს. მდგომარეობა არც მეორე ნახევარში გამოსწორდა და საბოლოოდ პსჟ-მ 4-0 მოიგო. 

უამრავი გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩა. ბევრი აგრესიას გამოხატავდა, ბევრი ლუის ენრიკეს უმოწყალოდ აკრიტიკებდა, ბევრიც ხმამაღლა აცხადებდა, რომ "ბარსელონას ეპოქა" დასრულებული იყო...

თუმცა, იმედი ბოლომდე ცოცხლობს და ყველაფერი უკეთესობისკენ მაინც წავიდა. ამ მარცხის შემდეგ "ბარსა" ლა ლიგაში უბრალოდ დაფრინავდა, 3 კვირის შემდეგ კი ფაქტიურად იგივე შემადგენლობით დაუხვდა უნაი ემერის, რომლითაც განადგურდა, მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარება იყო. პირველი დავალება შესრულდა: "ბარსამ" სწრაფი გოლი გაიტანა და მოედანზე სრული დომინირება მოიპოვა. პირველი ტაიმის ბოლოს მეორე გოლიც გავიდა, მაგრამ მიზანი ჯერ კიდევ საკმაოდ შორს იყო. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. კატალონიელებმა კიდევ გაიტანეს გოლი და პარიზელებსაც ნერვიულობა დაეტყოთ. მაგრამ, მეტოქეები არ არეულან. პირიქით, მათ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. კარგად ითამაშა მეკარე ტერ შტეგენმა, მაგრამ ერთ ეპიზოდში გუნდი უკვე ვეღარ გადაარჩინა და ანგარიში 3-1 გახდა. აქ, თითქოს, ყველაფერი დამთავრდა. მატჩის დასრულებამდე სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როცა ნეიმარმა ჯარიმიდან გოლი გაიტანა. ეს შესანიშნავი გოლი იყო, მაგრამ მოედანზე არსებული მდგომარეობა ამას აბათილებდა. მდგომარეობა კი თავიდან იევ დაიძაბა, როცა მსაჯმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა და იგივე ნეიმარმა ის გამოიყენა. არბიტრმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა. ბოლო წამები... "პარი სენ-ჟერმენის" საჯარიმოში არეულობაა, ბურთით ნეიმარი, ჩაწოდება, სერჟი რობერტო!!! 6-1!

ეს უდიდესი ქამბექი, ალბათ, წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და ეს მატჩი, "ბარსელონას" თითოეულ გულშემატკივარს, სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება.

ამის მიუხედავად, "ბარსას" ნამდვილად ჰქონდა პრობლემები და 1/4 ფინალში "იუვენტუსის" ბარიერი გუნდმა უკვე ვეღარ გადალახა. სამაგიეროდ, მოიგო "ელ კლასიკო" "სანტიაგო ბერნაბეუზე" და ლა ლიგის მოგების შანსი გაზარდა. კატალონიელები ქულებს აღარ კარგავდნენ, მაგრამ არც "რეალი" იძლეოდა სხვაობის კიდევ უფრო შემცირების და მითუმეტეს, გადასწრების საშუალებას.

საბოლოოდ, "ბლაუგრანამ" პრიმერა დივიზიონის 2016/17 წლების სეზონი მეორე ადგილზე, ზოგადად 2016/17 წლების სეზონი კი ესპანეთის თასის მოგებით ("ალავესთან", 3-1) დაასრულა.

1 ივნისი. სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. ლუის ენრიკემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. შემადგენლობას, თითქოს განსაკუთრებული სუსტი წერტილი არ ჰქონდა, მაგრამ გაძლიერება მაინც აუცილებელი იყო. ამის გამო, პრეზიდენტი ბართომეუ თავის თანაშემწეებთან ერთად ერთბაშად რამდენიმე კურდღელს აედევნა, თუმცა, თითქმის ყველა მათგანის დაჭერა კი არა, 11 ნომრით მოთამაშე ბრაზილიელი კურდღელიც დაკარგა და კინაღამ საკუთარი თანამდებობაც ზედ მიაყოლა. ნეიმართან დაკავშირებით ინფორმაციები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა, სახელდებოდა კონკრეტული კლუბებიც: "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ-ჟერმენი", მაგრამ ამას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ეს ლოგიკურიც იყო: რატომ უნდა გადასულიყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდიდან იმ კლუბში, რომლის დამცირებაშიც, თავად ამ ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა? თანაც, მან პრე-სეზონის მატჩებშიც უკვე მიიღ მონაწილეობა. თუმცა, ვითარება თანდათან უფრო სერიოზული ხდებოდა, ჯერ დაინტერესება ოფიციალურად დადასტურდა, შემდეგ თანხაც დასახელდა და საბოლოოდ კატარელი ბიზნესმენის იმედი გამართლდა: რეკორდულ თანხად ნეიმარი პარიზულ გუნდს შეუერთდა. ახლა კი, ეს თემა დავხუროთ და ნეიმარზეც აღარ ვისაუბროთ.

ნეიმარის... no_mouth შემადგენლობის მნიშვნელოვანი რგოლის დაკარგვის შემდეგ "ბარსელონას" სწრაფად სჭირდებოდა გაძლიერება. საბოლოოდ ეს მოხდა, თუმცა გულშემატკივრების ნერვიულობის ფასად. მთავარი სატრანსფერო სამიზნე, ფილიპე კოუტინიო, ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულმა გამოცემამ უამრავჯერ გადმოიყვანა კატალონიაში, ბარგი ჩაულაგა და აქ სახლიც კი უყიდა, მაგრამ რეალობა არ იცვლებოდა და ბრაზილიელი ახლაც "ლივერპულში" თამაშობს. სხვა ფეხბურთელებზე, რომელთა შეძენაშიც "ბარსას" ხელმძღვანელობას ხელი მოეცარა, ყურადღება არ გავამახვილოთ. სულ რომ არაფერი, დორტმუნდის "ბორუსიადან" უსმან დემბელე გადმოვიდა, დაბრუნდა ჟერარ დეულოფეუ, მოვიდნენ ასევე ნელსონ სემედუ და პაულინიო. მოვიდა ახალი მწვრთნელიც - ერნესტო ვალვერდე.

2017/18 წლების სეზონის დასაწყისი ესპანეთის სუპერ თასში კრახით დასრულდა, რაც თავიდანვე მოსალოდნელი იყო. ამას ისიც დაერთო, რომ კლუბის სარეკორდო შენაძენს, დემბელეს დებიუტიც არ დასცალდა და სექტემბერში მიღებულმა ერთი შეხედვით მცირე ტრავმამ მისთვის საფეხბურთო 2017 წელი დაასრულა. მოხდა ის, რისი წარმოდგენაც არავის უნდოდა: ფეხბურთელი, რომელსაც ნეიმარის დანაკლისი უნდა შეევსო, მოედანს მიღმა დარჩა. 

სამაგიეროდ, არ მოხდა ის, რაც ამას, ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა. პრაგმატული თამაშით და განსხვავებული ტაქტიკით ვალვერდეს "ბარსამ" ლა ლიგაში თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა, შური იძია "იუვენტუსზე" და 11 ქულიანი ლიდერობით მივიდა წლის უკანასკნელ შეხვედრამდე.

23 დეკემბერი, მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრებს მატჩი აუცილებლად მოსაგები ჰქონდათ იმისთვის, რომ სეზონის პირველივე ნახევარში ტიტულისთვის ბრძოლის შანსი არ დაეკარგათ. პირველი ტაიმი მათი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მეორე ნახევარში ერნესტო ვალვერდეს (რომელიც მალე დიდი ტაქტიკოსის სახელს დაიმკვიდრებს) შეგირდებმა თამაშში გარდატეხა მოახდინეს და შეხვედრა დიდი ანგარიშით, 3-0 მოიგეს.

2018 წელს "ბლაუგრანა" იმაზე ბევრად უფრო პოზიტიურად ხვდება, ვიდრე ცოტა ხნის წინ ამას წარმოვიდგენდით. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კომფორტულად მოპოვებული პირველი ადგილით, კოპა დელ რეის 1/8 ფინალის საგზურით და პრიმერა დივიზიონში ძალიან დიდი უპირატესობით. მადრიდის "ატლეტიკოსთან" სხვაობა 9 ქულაა, "ვალენსიასთან" - 11, "რეალთან" კი 14.

იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალი წელი ამაზე უკეთესი იქნება, "ბარსელონასთვის" და არა მხოლოდ. იქამდე კი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობას :)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 31 დეკემბერი 2017 11:55
    0
    კარგი სატიტაა ადმინ. გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს. 2018 წელი ყოფილიყოს ყველასთვის წარმატებული წელი. 2018 წელს ბარსამ კაკ მინიმუმ 3-4 ტიტული მაინც უნდა დადოს. ისედაც რა კაგრად ჩასვა ტაკტიკაში ყველა ფეხბურთელი ვალვერდემ, მიუხედავად იმისა რომ არ მოგწვონს მისი ასეთი პრაგმატული ფეხბურთი. აშკარად გუნდს შეუძლია 2-3 ნაირი ტაქტიკით თამაში. შეუძლია ძველ ტიკი-ტაკას მიაწვეს შეუძლია თამაში ჩაკეტოს კონტრაზე ითამაშოს და შეუძლია ჩვეულებრივი ფეხბურთი შებეროს რაც ძალიან მაგარია. თან დემბელეც გვიბრუნდება და იმედია გაამართლებს მოლოდინებს. ასევე სუარესიც უკვე შედის ფორმაში და ვნახოთ იქნებ სხვა ახალბედებმაც შემოგვთავაზონ რამე კარგი. მოკლედ უნდა დავიმხოთ ამ სეზონში ყველა და ყველაფერი. წარმატებები ჩვენს საყვარელ კლუბს.
    Culé [?]
    #9 31 დეკემბერი 2017 00:33
    0
    ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ძალიან პოზიტიურად დავამთავრეთ 2017წელი, ასე გაგვეგრძელებიოს, გამარჯვებები და ტიტულები ახალ წელში.
    Culé [?]
    #8 31 დეკემბერი 2017 00:06
    0
    ყოჩაღ ადმინ ყველას გილოცავთ მრავალს დაგასწროთ უფალმა ტკბილად და ბედნიერად.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #7 30 დეკემბერი 2017 23:49
    0
    ოფიციალურად:"ბარსელონა" 5-მა ვარსკვლავმა დატოვა ! კატალონიის "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 5 ფეხბურთელი დატოვებს.

    არდა თურანი (თურქეთში დაბრუნება), დეულოფეუ, მაშერანო (ჩინეთი), რაფინია და ალეიშ ვიდალი (რომა) "ბარსას" დაემშვიდობებიან.

    აღსანიშნავია, რომ იანვარში "ბლაუგრანა" დი მარიას და კოუტინიოს დამატებას ეცდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 დეკემბერი 2017 23:16
    0
    წლის კარგი შეჯამება გამოვიდა.
    ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.
    gio-barca29
    სტუმარი [?]
    #5 30 დეკემბერი 2017 22:13
    0
    კოიტინიო თუ მოიყვანეს რა პოზიციაზე ითამაშებს და ვის ამოაგდებს? ადმინ სგ კაი იყო
    shaxin
    სტუმარი [?]
    #4 30 დეკემბერი 2017 22:00
    0
    ძალიან კარგია სტატია კარგად ყველაფერი იმედია სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს დაესწარით მრავალს გისურვებთ ჯანმრთელობას ბედნიერებას და სურვილების ახდენას
    Culé [?]
    #3 30 დეკემბერი 2017 21:18
    0
    ყოჩაღ ვინგს საოცარი სტატია იყო. ნეიმარს რო ხაზავდა ეგ მომეწონა.
    კულეებო ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ბედნიერებას გისურვებთ.
    სიამოვნების მომტანი ყოფილიყოს ბარსას თამაშები ყველასთვის. heart_eyes
    --------------------
    „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ რაიკაარდმა დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“-ლიონელ მესი
    Culé [?]
    #2 30 დეკემბერი 2017 20:17
    0
    ვინგს ბრავო მაგარი სტატიაა და ის მაგარი იყო ერთ ერთი და მერე საუკეთესო რო ეწერა
    Sergi roberto20 10
    სტუმარი [?]
    #1 30 დეკემბერი 2017 19:54
    0
    ციტატა: Messiah
    ნებისმიერი კრახის შემდეგ ფენიქსივით ფერფლიდან აღდგება ბარსა და კამპ ნოუ !!!

    მომავალი წელი ისტორიაში საუკეთესო ყოფილიყოს ბარსასთვის და ბარსას ქომაგებისთვის როგორც საყვარელი გუნდის წარმატებით თვალის გაძღომაში ასევე პირად ცხოვრებაში !!! აბსოლუტურად ყველაფერი საუკეთესოდ ყოფილიყოს ყველა კულესათვის და მთელი საქართველოსთვის!

    ვისკა ბარსა !!!!!!

    გილოცავთ დამდეგს მრავალს დაესწარით !

    პ ს : კარგი პოსტია :ძალიან))

    Shen gaixare ra kai postia martlac