პიკეს 250-ე მატჩი ახლოვდება

პიკეს 250-ე მატჩი ახლოვდება

ხერარდ პიკემ 2014 წელი შეიძლება "ბარსელონაში" ჩატარებული 250-ე მატჩით დაიწყოს, კვირას, "კამპ ნუზე", "ელჩეს" წინააღმდეგ (16:00). ჯერჯერობით, მისი სტატისტიკა ასეთია: 152 მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში, 26 კოპა დელ რეიზე, 58 ჩემპიონთა ლიგაზე, 9 ესპანეთის სუპერთასზე, 1 ევროპის სუპერთასზე და 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.

მეექვსე სეზონი "ბარსაში"

ეს არის პიკეს მეექვსე სეზონი "ბარსელონაში", "მანჩესტერ იუნატედში" და "რეალ სარაგოსაში" თამაშის შემდეგ. ის მხოლოდ 21 წლის იყო 2008 წელს, როცა, ამავე დროს, მისი ახალი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გახდა. კატალონიელი მალე გახდა პირველი არჩევანი დაცვაში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ამ პოზიციაზე, რასაც გვიჩვენებს მისი ხშირი გამოჩენა UEFA-ს და FIFA-ს წლის გუნდებში.

მაგრამ უფრო მეტი, ვიდრე ინდივიდუალური მიღწევები, ის რაც მისმა გუნდმა მიაღწია, მართლაც მნიშვნელოვანია. "ბარსაში" მან 16 ძირითადი ტიტული მოიგო: ოთხი ლა ლიგა, ორი ჩემპიონთა ლიგა, ორი კოპა დელ რეი, ორი ევროპის სუპერთასი, ოთხი ევროპის სუპერთასი და ორი მსოფლიოს საკლუბო თასი.

ახლა, ახლოვდება მისი მე-17 დაბადების დღე. პიკე გახდება გუნდის მეექვსე წევრი 250 ჩატარებული მატჩით, ჩავის, პუიოლის, ვალდესის, ინიესტას და მესის შემდეგ, რომელთაც ალვესი და სერხიო ბუსკეტსი საკმაოდ ჩამორჩებიან. ეს ხდება იმავე სეზონში, როდესაც "ბარსას" მცველმა გუნდის მე-1000 გოლი გაიტანა საერთაშორისო ტურნირებში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.