კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშების მასპინძელი ბრაზილია იქნება, ტურნირი სტარტს მიმდინარე წლის 14 ივნისს აიღებს, მესამე ადგილისთვის გასამართი მატჩი 6 ივლისს “არენა კორინთიანსზე” გაიმართება, ფინალი 7 ივლისს “მარაკანაზე” ჩატარდება.
ახლა კი გთავაზობთ ჯგუფების მიხედვით, “ბარსელონას” იმ პოტენციური მოთამაშეების განრიგს, რომლებიც სავარაუდოდ ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
- ჯგუფი A: კოუტინიო, არტური, რაფინია, მალკომი (ყველა ბრაზილია)
ამ ჯგუფში “ბარსელონას” სავარაუდოდ ყველაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება, ოთხივე ფეხბურთელი ერთ ნაკრებში, ბრაზილიელებს კი შანსი ექნებათ კონტინენტის პრესტიჟული გათამაშება 21-ე საუკუნეში მესამედ მოიგონ, 2004 & 2007 წლების შემდეგ.
ბრაზილია – ბოლივია
14 ივნისი
სან პაულუ
ბრაზილია – ვენესუელა
18 ივნისი
სალვადორ დე ბაია
პერუ – ბრაზილია
22 ივნისი
სან პაულუ
- ჯგუფი B: მესი (არგენტინა) და მურილიო (კოლუმბია)
არგენტინის ნაკრებმა აღნიშნული ტიტული სულ 14-ჯერ მოიგო, თუმცა ბოლოს 1993 წელს. ლიონელ მესი კვლავ შეეცდება საერთაშორისო ტიტულის მოპოვებას, მესიმ კოპა ამერიკის 3 ფინალი წააგო (2007 ვენესუელა, 2015 ჩილე და 2016 აშშ), რაც შეეხება ჯეისონ მურილიოს კოლუმბიას, კოლუმბიელებმა ჩემპიონატი 2001 წელს მოიგეს.
არგენტინა – კოლუმბია
15 ივნისი
სალვადორ დე ბაია
კოლუმბია – ყატარი
19 ივნისი
სან პაულუ
არგენტინა – პარაგვაი
19 ივნისი
ბელო ჰორიზონე
ყატარი – არგენტინა
23 ივნისი
პორტო ალეგრი
კოლუმბია – პარაგვაი
23 ივნისი
სალვადორ დე ბაია
- ჯგუფი C: ლუის სუარესი (ურუგვაი) და არტურო ვიდალი (ჩილე)
99 წლიანი უიღბლობის შემდეგ, ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკის ბოლო 2 გათამაშება მოიგეს, არტურო ვიდალის ნაკრებს კი შანსი აქვს არგენტინის შემდეგ პირველი გუნდი გახდეს, რომელმაც გათამაშება ზედიზედ სამჯერ მოიგო. ლუის სუარესის ურუგვაის აღნიშნული ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ აქვს მოგებული, “ბარსელონას” ორი მოთამაშე ერთმანეთს 24 ივნისს, “მარაკანაზე” შეხვდებიან.
ურუგვაი – ეკვადორი
16 ივნისი
ბელო ჰორიზონე
იაპონია – ჩილე
17 ივნისი
სან პაულუ
ურუგვაი – იაპონია
20 ივნისი
პორტო ალეგრე
ეკვადორი – ჩილე
21 ივნისი
სალვადორ დე ბაია
ჩილე – ურუგვაი
24 ივნისი
რიო დე ჟანეირო
ვისი ბალიშიკები ხართ
მესის ფაქტორიც იქნება, კაცს სანაკრებო ტიტული არ აქვს და თავს შეაკლავს. ამ ტურნირს. და ერთ-ერთი ფავორიტიცაა არგენტინა,თუ ისევ ფინალში არ წააგეს როგორც ჩევიათ ხოლმე.
გასაგებია მადლობა
ეხლა მალე ახალ ფორმატზე გადავლენ 2020 წლიდან 4 წელში ერთხელ ჩატარდება და ეს უკანასკნელია როცა ძველი ფორმატით ტარდება :დ შემდეგი 2020 შია მგონი და მაგის მერე უკვე 2024 ში იქნება შემდეგი მომდევნო 2028 და ა.შ .. ანუ ეხლა ზედიზედ 2 კოპა იქნება 2019 და 2020 .
რამდენ წელიწადში ერთხელ არის ეს ტურნირი ვეღარ გავიგე
არგენტინა მოიგებს მიდი ლომო ბოლომდე უნდა იბრძოლო
ისე რასაც ვაკვირდები კოპა ამერიკა ბრაზილიას რატომ კიდია? მარტო არგენტინა და ჩილე რომ იბრძვიან ხოლმე