ლა ლიგის 2018/19 წლების სეზონის პირველი ნახევარი უკვე დასრულებულია და “ბარსელონას”, რამდენიმე ჩავარდნილი შეხვედრის მიუხედავად, ძალიან კარგი შედეგი აქვს. 19 ტურის შემდეგ, გუნდი ჩემპიონატს 43 ქულით ლიდერობს და მადრიდის “ატლეტიკოს”, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლაში კატალონიელების მთავარი კონკურენტია, 5 ქულით უსწრებს.
წარმოგიდგენთ “ბარსელონას” მთავარ მიღწევებს სეზონის პირველ ნახევარში.
1. მესიმ და სუარესმა ლა ლიგის გუნდების უმეტესობაზე მეტი გოლი გაიტანეს
არგენტინელს (რომელმაც ახლახანს 400 გოლიანი ნიშნული გადალახა) და ურუგვაელს ჯამში 31 გოლი დაუგროვდათ, ამაზე მეტი კი ესპანეთის ჩემპიონატში რომელიმე ორ ფეხბურთელს კი არა, არც ერთ გუნდს არ გაუტანია. “სევილიას” და “სელტას” იგივე მაჩვენებელი აქვს, დანარჩენებს კი – ნაკლები.

2. ბომბარდირები
წინა ფაქტის გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ მესი და სუარესი “პიჩიჩისთვის” ბრძოლაშიც ლიდერობენ. მესის ანგარიშზე 17 გოლია, ლუისს კი მეტოქის კარი 14-ჯერ აქვს აღებული. თუ რომელიმე მათგანი ამ ტიტულს მოიგებს, ზედიზედ მე-4 სეზონი იქნება, როცა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება.
3. ყველაზე მეტი გოლი
თუ სამხრეთ ამერიკელების გოლებს “ბარსას” სხვა ფეხბურთელების მიერ გატანილ გოლებსაც დავუმატებთ, ჯამში 53 გამოვა, რაც სხვა კლუბების მაჩვენებლებთან შედარებით ძალიან დიდი რიცხვია. “სევილია” და “სელტა” “ბლაუგრანას” 22 გოლით ჩამორჩებიან.
4. დიდი გამარჯვებები
სეზონის პირველ ნახევარში კატალონიელებმა მეტოქე არაერთხელ გაანადგურეს. ყველაზე დიდი ანგარიშით, 2-8, ჩემპიონატის აუტსაიდერი “უესკა” დამარცხდა, ყველაზე დასამახსოვრებელი კი “რეალთან” (5-1) და “ესპანიოლთან” (4-0) გამარჯვებები იყო.

5. ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებები
“ბარსელონას” 6 მატჩიანი გამარჯვებების სერია აქვს, რომლის გაგრძელებას რამდენიმე დღეში ეცდება. “ატლეტიკოსთან” ფრის შემდეგ, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ჩემპიონატში “ვილიარეალი”, “ესპანიოლი”, “ლევანტე”, “სელტა”, “ხეტაფე” და “ეიბარი” დაამარცხა, სულ კი 13 მოგება დაგროვდა. მომდევნო მატჩი “ლეგანესის” წინააღმდეგ არის გასამართი.
6. ძლიერი დაცვა
ბოლო 4-დან 3 თამაშში “ბარსელონას” მეტოქეებმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარში გოლის გატანა ერთხელაც ვერ მოახერხეს. “ლევანტესთან” და “სელტასთან” კარის მშრალად შენახვის შემდეგ, “ბარსამ” “ხეტაფესთან” ერთი გოლი გაუშვა, “ეიბართან” კი შედეგი ისევ გამოასწორა.
7. დამაჯერებელი ლიდერობა
19 ტურის შემდეგ, “ბარსა” სატურნირო ცხრილში თავს კომფორტულად გრძნობს. მეორე ადგილზე მყოფ “ატლეტიკოსთან” სხვაობა 5 ქულაა, “სევილიასთან” და “რეალთან” კი – 10.
8. ყველაზე სუფთა გუნდი
“ბარსელონა” წესების დარღვევის რაოდენობის სიმცირის მხრივაც ლიდერია. გუნდმა სულ 193 ჯარიმა და 34 ბარათი (32 ყვითელი, 2 წითელი) მიიღო.
9. ბურთის ფლობა
ამ მხრივ, კატალონიელების საშუალო 65.05%-ს ვერავინ უტოლდება, თუმცა საკმაოდ ახლოსაა “ბეტისი” – 64.99%-ით – ერთ-ერთი გუნდი ორიდან, რომელმაც “ბარსელონა” ლა ლიგის მიმდინარე სეზონში დაამარცხა.
10. ზამთრის ჩემპიონი
კატალონიურმა გუნდმა სეზონის პირველ ნახევარში მოწინააღმდეგეებს აჯობა და “ზამთრის ჩემპიონის” არარსებული ტიტული მოიპოვა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი ნახევრად მიღწეული მიზნის გარდა სხვა მიზეზის გამოც არის აღსანიშნავი: წლის ამ დროს, ყოველთვის, როცა “ბარსელონას” მეორე პოზიციაზე მყოფ გუნდთან 2-ზე მეტ ქულიანი უპირატესობა აქვს, გუნდი ჩემპიონატის მოგებას ახერხებს.
შეძლებენ თუ არა კატალონიელები ბოლო 11-დან 8 სეზონის ტრიუმფით დასრულებას?
laligas da tass moigeben magram ligazee finalshiiunda gaiyvanoss valverdemm tuaraa daa sezonis bolos dagvemshvidoboss
კარგი სტატისტიკები მოგვაწოდა ვინგსმა!
წელს აშაკარად რომ ჩვენი წელია და იმედია დაიდება ლიგა.