უეფამ ოფიციალურ საიტზე იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი ნაკრები გამოაქვეყნა, რომლებმაც 2018 წელს გულშემატკივრის სიმპათია დაიმსახურეს, სიმბოლური გუნდი სწორედ გულშემატკივარმა შეარჩია.
2018 წლის ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი მადრიდის “რეალიდან” მოხვდა, მათ შორის “ოქროს ბურთის” გამარჯვებული – ლუკა მოდრიჩიც.
გთავაზობთ წლის გუნდს:
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”)
მცველები: სერხიო რამოსი (“რეალი”), ვირჯილ ვან დეიკი (“ლივერპული”), რაფაელ ვარანი & მარსელო (ორივე “რეალი”)
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), ნ’გოლო კანტე & ედენ აზარი (ორივე “ჩელსი”)
თავდამსხმელები: კილიან მბაპე (“პარის სენ-ჟერმენი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”/”იუვენტუსი”)
აქვე გეტყვით, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა 1,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ძლივს დაუფასდა ტერ შტეგენს მისი კარგი თამაში <3
ტერ შტეგენ ყველაზე მაგარიიი
მესის ჩრდილში ყოფნა არ ერჩია ნემოს???

გრიზმანი არსად დააფასეს… და ალბაც იმსახურებს წლის გუნდში ყოფნას
სად არი ნეტა ნეიმარი, მბაპე ეფარება ალბათ
ერთ დროს უმეტესი ფეხბურთელი ბარსადან იყო ხოლმე, აი ბართომეუს და მთელ მის ბანდას უნდა გაუხეთქოს კაცმა ყველაფერი.
ტერ შტეგენი რომ დავინახე, რამის გულმა მხია
ესე იგი არ ჩამეყარა წყალში მთელი სანათესაოს შეწუხება :დდ