იურგენ კლოპს ლუის სუარესის და სალაჰის შედარება არ სურს
"ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, პრემიერ ლიგაში ჩასატარებელი მორიგი მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ლუის სუარესის და მოჰამედ სალაჰის შედარება სთხოვეს.
"ეს საკითხი არ მაინტერესებს. სუარესი "ლივერპულის" ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია აღარაა, მაგრამ ის ამ გუნდის ლეგენდად რჩება. მე მომწონს მისი სათამაშო სტილი, ვთვლი, რომ ის ფანტასტიკური მოთამაშეა, ისევე როგორც სალაჰი. მან თავისი მოსვლის კლუბში უკვე ბევრი რამე შეცვალა და ზუსტად იმას აკეთებს, რისი იმედიც გვქონდა მაშინ, როცა მისი შეძენის გადაწყვეტილება მივიღეთ. მაგრამ, შედარებები ჟურნალისტების საქმეა და ამით მე დაინტერესებული არ ვარ." - განაცხადა კლოპმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]