workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი ზაქარია ბეგლარიშვილს გაუთანაბრდა

მესი ზაქარია ბეგლარიშვილს გაუთანაბრდა

ლიონელ მესიმ სარეკორდო, რიგით მე-5 “ოქროს ბუცი” რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა და ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მოგებაზე ზრუნვა დაიწყო.

“სელტასთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში ლეომ, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მე-15 გოლი გაიტანა და “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში 30 ქულა დააგროვა. ის შვედეთში მოთამაშე პაულინიოსა და ესტონეთში მოთამაშე ქართველს, ზაქარია ბეგლარიშვილს გაუთანაბრდა. მის წინ ასევე ესტონეთში მოთამაშე ლილიუა, რომელსაც 31 ქულა აქვს.

ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი ყოველი გოლი 2 ქულით ფასდება, შვედეთში – 1.5 ქულით, ხოლო ესტონეთში – 1 ქულით. აქედან გამომდინარე, მესის ყოველი გოლი მიზნამდე უფრო სწრაფად მიაახლოებს, ვიდრე მის ამჟამინდელ კონკურენტებს.

ათეულში შემავალი ფეხბურთელებიდან მესის ერთადერთ კონკურენტად სერია A-ს ბომბარდირი პიონტეკი უნდა განვიხილოთ, რომლის აქტივშიც 13 გოლი და 26 ქულაა.

“ოქროს ბუცისთვის” მებრძოლთა საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება:

  1. ლილიუ (ნომე კალჟუ), 31 გოლი, 31 ქულა
  2. ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა), 30 გოლი, 30 ქულა
  3. პაულინიო (ჰაკენი), 20 გოლი, 30 ქულა
  4. ლიონელ მესი (ბარსელონა), 15 გოლი, 30 ქულა
  5. პატრიკ ჰობანი (დუნდალკი), 29 გოლი, 29 ქულა
  6. მბაიე დიანე (ქაზიმფაშა), 18 გოლი, 27 ქულა
  7. რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი), 18 გოლი, 27 ქულა
  8. რომან დებელკო (ლევადია), 27 გოლი, 27 ქულა
  9. ლინუს ჰანელიუსი (სუნდსვალი), 18 გოლი, 27 ქულა
  10. პიონტეკი (ჯენოა), 13 გოლი, 26 ქულა
  11. კილიან მბაპე (პსჟ), 13 გოლი, 26 ქულა
  12. ემილიო სალა (ნანტი), 12 გოლი, 24 ქულა
  13. ნიკოლას პეპე (ლილი), 12 გოლი, 24 ქულა
  14. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი), 12 გოლი, 24 ქულა
  15. პაკო ალკასერი (დორტმუნდი), 12 გოლი, 24 ქულა
  16. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი), 12 გოლი, 24 ქულა
  17. ნიკოლაი კომლიჩენკო (მლადა), 15 გოლი, 22.5 ქულა
  18. პაველ სავიცკი (ბრესტი), 15 გოლი, 22.5 ქულა
  19. ნეიმარი (პსჟ), 11 გოლი, 22 ქულა
  20. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) 11 გოლი, 22 ქულა
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • nika 54
    schedule 24 დეკ 2018, 12:07
    #15

    ზაქარია ბეგლარიშვილს უთქვამს მესი ვინ ჩემი ფეხებიაო, ევროპაში მე ვარ პირველიო….

    ციტატა: azulgerana
    ტრამვა არ მიეღო და იმ ადვილ თამაშებში გენახათ რამდენს დაიგროვებდა


    ეხლა ზაქარიაზე მეტს ვერაფრით დააგროვებდა, თქვენ ბეგლარიშვილი რონალდუ ხო არ გგონიათ, მარტო პენალტებით რო იტანს.

  • temo24
    schedule 24 დეკ 2018, 03:59
    #14

    ტრავმამ შეუშალა ხელი თორე გაცილებით მეტს გაიტანდა მესი

  • Dont_Speak
    schedule 24 დეკ 2018, 03:33
    #13

    მესი ვერასდროს მივა ზაქარიასთან … რა სათაურია მე მეგინა ღადაობდნენ :დდ

  • basa7
    schedule 23 დეკ 2018, 22:25
    #12

    საღოლ რა მესი, იმენნა დღითი დღე გვაოცებს joy

  • B A R C A M A N
    schedule 23 დეკ 2018, 20:54
    #11

    სათაურზე სიცილი ვერშევიკავე smile

  • donSergio
    schedule 23 დეკ 2018, 19:59
    #9

    ციტატა: I love barca
    ისე ყველგან ერთნაირი ინდა იყოს რადგან ერთ ფეხბურთელს მეორეზე მეტი გოლი რომ ჰქონდეს შეიძლება მეორემ აიღოს ოქროს ბუცი


    მესი რო ესტონეთის ჩემპიონატში თამაშობდეს რამდენი გოლი ექნება შენი აზრით?

  • (გიო)
    schedule 23 დეკ 2018, 19:06
    #8

    ციტატა: Ikks

    ციტატა: (გიო)

    ციტატა: luka kule

    ციტატა: Ikks
    ვინაა ეს ზაქარია ? :/ პირველად მესმის


    მეც ასევე


    ნუ ქართველი როა ეგ სტატიაშიც ითქვა, შეიძლება მალე ესტონეთის ნაკრებშიც ითამაშოც შემოთავაზება ააქვს და ალბათ ესეც მოხდება


    ა უბრალოდ ქართველია? მეგონა ჩვენი ქვეყნის სახელით თამაშობდა და მეთქი ნაკრებში რატო არ ჩანს)))


    კი ქართველია თბილისში დაბადებული გაზრდილი, ლოკომოტივშიც თამაშობდა თუარვცდები ნუ ჩემპიოატში რო თამასობდა ეგ ვიცი, ამხანაგურ შეხვედრაც ააქვს ნათამაშევი ჩვენი ნაკრების და ახალგაზრდულშიც უთამაშია, პროსტა არ მიძხებდნენ და მაგიტო მინდა ესტონეთის ნაკრებში თამაშიო

  • Ikks
    schedule 23 დეკ 2018, 18:51
    #7

    ციტატა: (გიო)

    ციტატა: luka kule

    ციტატა: Ikks
    ვინაა ეს ზაქარია ? :/ პირველად მესმის


    მეც ასევე


    ნუ ქართველი როა ეგ სტატიაშიც ითქვა, შეიძლება მალე ესტონეთის ნაკრებშიც ითამაშოც შემოთავაზება ააქვს და ალბათ ესეც მოხდება


    ა უბრალოდ ქართველია? მეგონა ჩვენი ქვეყნის სახელით თამაშობდა და მეთქი ნაკრებში რატო არ ჩანს)))

  • (გიო)
    schedule 23 დეკ 2018, 18:48
    #6

    ციტატა: luka kule

    ციტატა: Ikks
    ვინაა ეს ზაქარია ? :/ პირველად მესმის


    მეც ასევე


    ნუ ქართველი როა ეგ სტატიაშიც ითქვა, შეიძლება მალე ესტონეთის ნაკრებშიც ითამაშოც შემოთავაზება ააქვს და ალბათ ესეც მოხდება

  • Cule Is Always Elegant
    schedule 23 დეკ 2018, 18:43
    #5

    ეგრე რა, გადაასწროს და საბოლოოდ შეწყდება მესის ზაქარიასთან შედარება unamused

  • I love barca
    schedule 23 დეკ 2018, 18:40
    #4

    ისე ყველგან ერთნაირი ინდა იყოს რადგან ერთ ფეხბურთელს მეორეზე მეტი გოლი რომ ჰქონდეს შეიძლება მეორემ აიღოს ოქროს ბუცი

  • givi pavlovichi
    schedule 23 დეკ 2018, 18:24
    #3

    ყოჩაღ მესი…რამფერ მოახერხა?! stuck_out_tongue_winking_eye

  • luka kule
    schedule 23 დეკ 2018, 18:02
    #2

    ციტატა: Ikks
    ვინაა ეს ზაქარია ? :/ პირველად მესმის


    მეც ასევე

  • Ikks
    schedule 23 დეკ 2018, 17:41
    #1

    ვინაა ეს ზაქარია ? :/ პირველად მესმის