workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “ლიონის” სამი ფეხბურთელით ინტერესდება

“ბარსელონა” “ლიონის” სამი ფეხბურთელით ინტერესდება

კატალონიის “ბარსელონა” “ლიონის” ერთდროულად სამი ფეხბურთელით ინტერესდება, იტყობინება Sport.

წყაროს ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ფრანგული კლუბის სამ ნახევარმცველს აკვირდებიან. ესენია: ნაბილ ფეკირი, ტანგი ნდომბელე და უსემ აუარი. ცნობილია, რომ “ლიონი” ნდომბელეს 75 მილიონ ევროდ აფასებს. ეს უკანასკნელი “ბარსელონას” სათადარიგო ვარიანტია. კატალონიელთა პრიორიტეტი ადრიან რაბიო (პსჟ) და ფრენკი დე იონგია (“აიაქსი”).

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “ლიონი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი საფრანგეთში, 19 თებერვალს შედგება, ხოლო კატალონიაში საპასუხო – 13 მარტს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Berlinetta♥
    schedule 19 დეკ 2018, 22:08
    #6

    აუარის კუმირი ინიესტაა და და დღეს ყველაზე მეტად ეგ გავს ინის … ძალიან მაგარი ტალანტია

  • GIO-PEP
    schedule 19 დეკ 2018, 21:39
    #5

    ფეკირი ზედმეტია. ნდომბელე და აუარი საინტერესო მოთამაშეები არიან + მენდი

  • publius kornelius
    schedule 19 დეკ 2018, 18:23
    #4

    Ndombele magaria. Auaric Kaia. Fekiri didad ar mevaseba mara delixti da deiongi gvinda

  • basa7
    schedule 19 დეკ 2018, 18:20
    #3

    აუარი ნამდვილად საყიდია, ფეკირი არ გვინდა და ნდომბელე გვინდა დე იონგათან ერთად, თუ რაბიო არ იქნება

  • sergio busquets5
    schedule 19 დეკ 2018, 17:34
    #2

    ფეკირი მოიყვანონ

  • Don_Andresito
    schedule 19 დეკ 2018, 16:26
    #1

    ise ki de jongis mere aouar yvelaze metad minda. ufro shemtevia da ze klasni. ndombele sxva stilia ufro