workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: დორტმუნდმა პაკო ალკასერი გამოისყიდა

ოფიციალურად: დორტმუნდმა პაკო ალკასერი გამოისყიდა

რამდენიმე წუთის წინ, დორტმუნდის “ბორუსიამ” ოფიციალურად დაადასტურა პაკო ალკასერის შეძენა.

მოგეხსენებათ, ესპანელი ფორვარდი გერმანულ გუნდში გასულ ზაფხულს ერთწლიანი იჯარით გადავიდა, თუმცა კლუბებმა შეთანხებას მიაღწიეს და პაკო უკვე “ბორუსიას” საკუთრებაა 2023 წლის 30 ივნისამდე.

პაკოს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და საშუალოდ ყოველ 44 წუთში გოლში მონაწილეობას იღებს.

“ბარსელონას შევატყობინეთ, რომ გამოსყიდვის პუნქტს ავამოქმედებთ. პაკომ ჩვენს გუნდში ადგილი სწრაფად დაიმკვიდრა და უკვე ჩვენი უცვლელი წევრია.” – განაცხადა “ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა, მიხაილ ზორჩმა და დაამატა, რომ “პაკო ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის ბედი გადაგვიწყვიტა. მომავალ წლებში მისგან კიდევ უფრო მეტს ველით.”

ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა:

“ბორუსიაში” ძალიან ბედნიერი ვარ. აქ წამოსვლა ჩემთვის სწორი გადაწყვეტილება იყო. მადლობას გიხდით ნდობისთვის და აქ წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ!”

“ბარსელონა” ალკასერის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Berlinetta♥
    schedule 23 ნოე 2018, 22:24
    #6

    ციტატა: Wtf man
    ვაა საღოლ 30 მილიონიო. ამათ იფიქრეს ზფხულში ვინმემ მეტი არ შეთავაზოს ბარსასო და მაგიტო გამოისყიდეს ესე მალე თან მეტ ფასად


    მაგრად ერკვევი .. როცა გამოსყიდვის უფლება აქვთ , სულ რო ასი მილიონი შესთავაზოს ბარსას ვინმემ ვერაფერს იზამენ … დაბრუნება რომ შეეძლოთ დაიბრუნებდნენ და ვინც მეტს გადაიხდიდა იმას მიყიდდნენ მარა არ შეუძლიათ

  • buka971
    schedule 23 ნოე 2018, 22:04
    #5

    გამარჯობა მეგობრებო https://www.facebook.com/sporting971/ ეს ახალი სპორტული გვერდია ძალიან აქტიური და საინტერესო ჩემი თხოვნა იქნება დაალაიქოთ და შეაფასოთ დიდი მადლობა წინასწარ <3

  • ChillO
    schedule 23 ნოე 2018, 20:58
    #4

    გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი https://m.youtube.com/channel/UCwBZquMRA0XrhUckezEnlyg სადაც დაიდება უამრავი საფეხბურთო სიახლე

  • SHOTAMESSI10
    schedule 23 ნოე 2018, 20:43
    #3

    ბუნდესლიგის მოგებას გისურვებ

  • sergio busquets5
    schedule 23 ნოე 2018, 20:22
    #2

    წარმატებები პაკო

  • SHOTAMESSI10
    schedule 23 ნოე 2018, 19:53
    #1

    წარმატებები